news.ru: სტაბილური ტაბიძე და არაორდინარული პირველი ვიოლინო კვარაცხელია სეზონის სიმბოლურში

AutoSharing Option
news.ru-მ რუსეთის დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები იმის მიხედვით შეადგინა, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო მეტჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურში. ამ მაჩვენებლების მიხედვით, სიმბოლურ გუნდში გამოცემამ ადგილი ჯიმი ტაბიძესა და ხვიჩა კვარაცხელიას მიუჩინა და ისინი ასე დაახასიათა:

მარცხენა ცენტრალური მცველი - ჯიმი ტაბიძე (უფა, 4-ჯერ ტურის სიმბოლურში)
კონკურენტები: ჰიორდურ მაგნუსონი (ცსკა, 4), ვარაზდატ აროიანი (ურალი, 3), ივან ორდეცი (დინამო, 3)

ამ პოზიციაზე ჩვენს რეიტინგში კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ პირობითი ქულები პეტერბურგელმა იაროსლავ რაკიცკიმ და "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ვერ მოაგროვეს.
საბოლოოდ არჩევანი "უფას" ქართველ ლეგიონერზე გაკეთდა, რომელმაც უკან ცსკა-ს ისლანდიელი ფეხბურთელი ჰიორდურ მაგნუსონი მინიმუმ ორი კრიტერიუმით ჩამოიტოვა. ჯერ ერთი, ტაბიძისთვის ცენტრალური მცველის ამპლუა ძირითადია, ხოლო მაგნუსონს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მეორე - უფელებმა ცსკა-ზე 5 გოლით ნაკლები გაუშვეს (24 29-ის წინააღმდეგ), ეს კი უკვე არსებითი მაჩვენებელია. ტაბიძე სეზონის განმავლობაში უფრო სტაბილურად მოქმედებდა.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი - ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, 4)
კონკურენტები: გიორგი მელქაძე (ტამბოვი, 4), იური ჟირკოვი (ზენიტი, 3)

Sportall.Ge

არაორდინარული ცაცია ფეხბურთელი მუდამ განსაკუთრებულად ფასობს. ამიტომ მხოლოდ უნდა გვიხაროდეს, რომ ვეტერან იური ჟირკოვს პრემიერლიგაში ღირსეული შემცვლელი გამოუჩნდა. "სპარტაკიდან" "ტამბოვში" გაიჯარებულ მელქაძეს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, თუმცა მან ყველაზე წარმატებული და შედეგიანი მატჩები პანდემიამდე პერიოდში ჩაატარა. ხვიჩამ სეზონი რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩით ჯერ კიდევ რომან შარონოვის მწვრთნელობისას დაიწყო, მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის მისვლის შემდეგ კი ყაზანურ გუნდში პირველი ვიოლინოს როლი მიენიჭა. და ეს 20 წლის ასაკში! შემდეგ სეზონში ხვიჩას პროგრესს ველით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს კვარაცხელია ქართული ფეხბურთის გამოკვეთილი ლიდერია და ვაისი სულელი გგონიათ რომ არ დააყენოს.
ასეა ეს
28 ივლისი 2020 11:20
1
ჯიგარი ხარ მაგრამ შვაინშტაიგერობას თავი გაანებე თუ ძმა ხარ ერთი
1
28 ივლისი 2020 04:05
2
შეცვლებს რომ არ თუ ვერ აკეთებს ეს იმის ნიშანია, რომ თამაშს ვერ გრძნობს და ვერ კითხულობს.....
კახა ქ.
28 ივლისი 2020 02:51
1
არცერთი საკუთარ ჩემპიონატში წარმატებული ფეხბურთელი ვაისის ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრება, არც ტაბიძე, არც კვარაცხელია, არც მაკარიძე, არც ხარაიშვილი, არც ლობჟანიძე, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ის, რომ ვერცერთში მან პოტენციალი ვერ დაინახა, მისი დიდი მინუსია, ისეთი ფართო არჩევანი აქვს ამჟამად ვაისს, როგორიც ბოლო 20 წელია არცერთ მწვრთნელს არ ღირსებია, რად გინდა რო, ვაისი პირველ შეცვლას მე-80 წუთზე აკეთებს, შემადგენლობასაც ძველებურად დააყენებს სამწუხაროდ, რომელიმემ დამისახელეთ დღევანდელ ფეხბურთში მწვრთნელი, რომელიც პირველ შეცვლას 80-ე წუთზე აკეთებს, ან სამივე ცვლილებას რომ არ იყენებს ისეთი მწვრთნელი და ორივე ხელი ამიწევია, ვიღაცამ უნდა შეაჯანჯღაროს ეს კაცი.
რა გვეშველება
27 ივლისი 2020 21:11
1
საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა კარგი ფეხბურთელები მაგრამ მათ სტაბილურობა აკლდათ რაც ხელს უშლიდათ კარიერაში,მაგრამ საბედნიეროდ ეს ბიჭები ვინც ჩვენი ნაკრების მომავალია ძალიან სტაბილურად თამაშობენ და საკმაოდ კარგადაც წარმატეები ყველას.
ზურა
27 ივლისი 2020 20:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული