ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი - "სან ხოსე" MLS-ის 1/4-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისის დილით, MLS-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე "სან ხოსე ერსქვეიქსმა" "რეალ სალთ ლეიქი" ანგარიშით 5:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ვაკო ყაზაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელთა რიგებში ორივე ქართველმა მატჩი პირველივე წუთიდან დაიწყო - გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 81 წუთი გაატარა.

ვაკომ პირველ ტაიმში ესპინოზას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მეორე ნახევარში კი მის მიერვე წამოწყებული შეტევა გოლით დაასრულა და ანგარიში 3:1 გახადა.

კალიფორნიელთა მხრიდან 2 გოლი პენალტის ნიშნულიდან შვედმა მაგნუს ერიკსენმა გაიტანა, ხოლო MLS-ის
ლეგენდა კრის ვონდოლოვსკიმ მატჩში საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე დასვა.

ამგვარად, ბოლო წლებში "სან ხოსემ" საკუთარი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის მოგებამდე 3 გამარჯვება აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გურამი შემეცოდა! რაც ის წყეული სამკლაური გაიკეთა იმის მერე თითქოს მუხლებში მოუსავდა, ფეხები შეეკრა... ლომივით იყო და ახლა იმის აჩრდილიც აღარ არის!
aburjga
28 ივლისი 2020 20:26
1
ვაკოს მალე ალბათ ჭარბწონიანობის კორექცია ("ბარაიატრია") დასჭირდება, ისე ჩანს მაგის საქმე ...
ზაზა
28 ივლისი 2020 16:08
0
კაშიამ მაგრად ჭამა გოლი. თავზე როგორ გადაახტა ბურთი.
გელა ნუგზარაშვილი
28 ივლისი 2020 15:52
2
ძალიან დაბალი დონეა, თითქოს მეორეხარისხოვან ვარჯიშზე არიან
ზურა
28 ივლისი 2020 14:34
1
ყოჩაღ ძმაო. 60 მეტრიდან ცხრიანში ჩასვა, ესეთი რამ, ას წელში ერთხელ ხდება ტოოო/////
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
28 ივლისი 2020 14:19
1
ობიექტურად გაშუქების მიზნით, ისიც უნდა დაგეწერათ თუ რა ცუდად ითამაშა კაშიამ.
კალე ჯიჭონაია
28 ივლისი 2020 14:17
1
კარგი საყურებელი თამაში იყო, დამსახურებულად მოიგეს, აშკარად სჯობდნენ მოწინააღმდეგეს. ვაკო შედის ფორმაში რაც სასიხარულოა, მაგრამ კაშია? მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდებში ბევრი სასიკეთოც გააკეთა, ამასთან ერთად უამრავი შეცდომაც დაუშვა და ორივე გაშვებულ გოლში მისი შეცდომები თვალსაჩინო იყო. ასე რომ ნაკრების ძირითადში მისი დაყენება უნდა გამოირიცხოს, მით უმეტეს მის პოზიციაზე ნამდვილად არ გვიჭირს.
emigranti
28 ივლისი 2020 13:32
0
სამწუხაროდ კაშია მიდის კარიერის დასასრულისკენ, ძალიან მოუკლო და დროა ნაკრებმა მადლობა გადაუხადოს გაწეული სამსახურისთვის. ვაკოს კიდე ასეთი მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ თუ ჭამა-სმას არ იკლებს ვერ გავიგე, ძლივს დაგორავს.
რუსთავი
28 ივლისი 2020 11:58
0
ვიფიქრე მე ხომ არ დავწერე თქო ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც.
დარსალია
28 ივლისი 2020 15:01
0
კაშიამ რამდენი რამე ქნა ცუდი ეგეც დაწერეთ ხოლმეე)
giggs
28 ივლისი 2020 11:53
1

სიახლეები პოპულარული