კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება

AutoSharing Option
მეოთხე საკონტროლო მატჩში "გენტმა" 3:0 დაამარცხა საფრანგეთის ლიგა 1-ის "მეცი". გოლები უკრაინელებმა - რომან იარემჩუკმა (2) და იგორ პლასტუნმა გაიტანეს. გიორგი ქვილითაიამ შესვენების შემდეგ იარემჩუკი შეცვალა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ არ დაანება, ტრავმირებულ გიორგი ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია. ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჩაკვეტაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სკანირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. მე მის მოედანზე დაბრუნებას მომავალ კვირაში ველი.

ასეთი მოტივირებული იარემჩუკი ჯერ არ მინახავს. თუ ასევე გააგრძელებს, მაგარ სეზონს ჩაატარებს. დორშის დებიუტითაც კმაყოფილი ვარ,
საგოლე გადაცემა გააკეთა. ეტყობა, კარგი ფეხბურთელია. ასეთი ტიპის მოთამაშე გვაკლდა.

ჯონათან დავიდთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ის ფსიქოლოგიურად სათამაშოდ მზად არ იყო. ყველამ ვიცით, რას ფიქრობს. მინდა შაბათს "ზულტე-ვარეგემთან" სპარინგის განაცხადში შევიყვანო. ტრავმის შიშით არ უნდოდა ეთამაშა და არ გავრისკე. ისიც მინდოდა მენახა, მის გარეშე რას წარმოვადგენთ", - განუცხადა ტორუპმა hln.be-ს.

ბელგიური პრესის ცნობით, დავიდს "ლილი" იწვევს და ფრანგულ კლუბში გადასვლა უნდა, მაგრამ "გენტი" ტრანსფერში 35 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იასნია ჩაკვე უნდა მოიხოდოს
ლაშა
29 ივლისი 2020 00:31
1
კაცმა რო გკითხოთ, რუსულის გაგონებაც კი არ გინდათ და ყველაფერს რუსულს აგინებთ. მაშინ, რა გამოთქმაა " მოიხოდოს" ? უვიცი ერის შვილებო!
gia
29 ივლისი 2020 13:13
2
წინა შესარჩევში თამაში არ ყოფილა რომელიც ვითამაშეთ ოპტიმალური შემადგენლობით ყოველთვის გვაკლდნენ ფეხბურთელები მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გიორგი დაგვაკლდა და გუნდს ძალიან უჭირდა შეტევაში თამაში იმედი მაქვს გიო ბელარუსის თამაშზე იქნება ჯამთელად და კარგ ფორმაში.
გიო
29 ივლისი 2020 03:48
0
ის ე მარცხენა ფრთაზე კვარაცხელიას დაყენება ჯობია, ჩაკვეტაძე ცენტრი და მარჯვნივ ოქრი ან შენგელია.
Ziz
29 ივლისი 2020 09:49
0
რომ “მოიხოდოს” წესიერად უნდა უმკურნალოს იმ მუხლს. არ არიან ბელგიელები ეტყობა მის მკურნალობაში ფულის დამხარჯავები. იმიტომაა რომ ერთი წელია მუხლი არ მოურჩა. ის მწვრთნელიც მაგარი ტუპოია და კიდია ეტყონა , თორე ასეთ დროს მწვრთნელები აყვირდებიან ხოლმე. ასე რომ მიხედე გიო მაგ მუხლსა და შენი ფული დახარჯე მკურნალობისთვის, თორე მოგიწევს ბუცების ლურსმნებზე დაკიდება.
ჯეკო
29 ივლისი 2020 09:16
1
შუახაზი მაგრად შეივსება მალე ნაკრებში! კვარაცხელია, კიტეიშვილი,გვილია,კანკავა,ოქრიაშვილი,ხარაიშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია,ლობჟანიძე,დავითაშვილი,დაუშვილი,ქოჩორაშვილი! მინიმუმ ეს მოთამაშეები უნდა გამოიყენოს შუახაზში ვაისმა შემოდგომით!
მწრთვნელი
29 ივლისი 2020 13:48
0
თქვენ გაიხარეთ
lado
29 ივლისი 2020 11:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული