კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ერთ კვირაში მწყობრში ჩადგება

AutoSharing Option
მეოთხე საკონტროლო მატჩში "გენტმა" 3:0 დაამარცხა საფრანგეთის ლიგა 1-ის "მეცი". გოლები უკრაინელებმა - რომან იარემჩუკმა (2) და იგორ პლასტუნმა გაიტანეს. გიორგი ქვილითაიამ შესვენების შემდეგ იარემჩუკი შეცვალა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ არ დაანება, ტრავმირებულ გიორგი ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია. ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ჩაკვეტაძის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სკანირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. მე მის მოედანზე დაბრუნებას მომავალ კვირაში ველი.

ასეთი მოტივირებული იარემჩუკი ჯერ არ მინახავს. თუ ასევე გააგრძელებს, მაგარ სეზონს ჩაატარებს. დორშის დებიუტითაც კმაყოფილი ვარ,
საგოლე გადაცემა გააკეთა. ეტყობა, კარგი ფეხბურთელია. ასეთი ტიპის მოთამაშე გვაკლდა.

ჯონათან დავიდთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. ის ფსიქოლოგიურად სათამაშოდ მზად არ იყო. ყველამ ვიცით, რას ფიქრობს. მინდა შაბათს "ზულტე-ვარეგემთან" სპარინგის განაცხადში შევიყვანო. ტრავმის შიშით არ უნდოდა ეთამაშა და არ გავრისკე. ისიც მინდოდა მენახა, მის გარეშე რას წარმოვადგენთ", - განუცხადა ტორუპმა hln.be-ს.

ბელგიური პრესის ცნობით, დავიდს "ლილი" იწვევს და ფრანგულ კლუბში გადასვლა უნდა, მაგრამ "გენტი" ტრანსფერში 35 მილიონს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შუახაზი მაგრად შეივსება მალე ნაკრებში! კვარაცხელია, კიტეიშვილი,გვილია,კანკავა,ოქრიაშვილი,ხარაიშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია,ლობჟანიძე,დავითაშვილი,დაუშვილი,ქოჩორაშვილი! მინიმუმ ეს მოთამაშეები უნდა გამოიყენოს შუახაზში ვაისმა შემოდგომით!
მწრთვნელი
13:48 29-07-2020
0
თქვენ გაიხარეთ
lado
11:56 29-07-2020
0

სიახლეები პოპულარული