მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს "გენტი", რომელმაც მეოთხე საკონტროლო მატჩში საფრანგეთის ლიგა 1-ის "მეცი" 3:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში დუბლი ტრავმამორჩენილმა უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი მისმა თანამემამულე მცველმა იგორ პლასტუნმა დალაშქრა.
გიორგი ქვილითაია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია (ნაოპერაციები მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი).
"გენტი" კიდევ ერთ სპარინგს გამართავს - 1-ელ აგვისტოს "ზულტე-ვარეგემს" შეხვდება, 9 აგვისტოს კი ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.