საბა ლობჟანიძე მომავალ სეზონშიც თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის ფინიშზე ლევან შენგელიას მეცადინეობით ქვედა ლიგაში გავარდნას გადაურჩა "ქონიასპორი", საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" კი, რომელიც შუა სეზონში, ფაქტობრივად, ხელახლა ჩამოყალიბდა, უმაღლეს დივიზიონში დარჩენა ვერ მოახერხა, თუმცა...

"ფანატიკის" ცნობით, თურქულ ფეხბურთში რევოლუციური რეკონსტრუქცია მოხდა - ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა მეხმეტ მუხარემ კასაპოღლუმ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰატ ოზდემირმა შეხვედრა გამართეს და გაითვალისწინეს რა კორონავირუსის შემდგომ პერიოდში გუნდების მძიმე მდგომარეობა, აგრეთვე, უკლებლივ ყველა კლუბის თხოვნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სუპერლიგიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება და 2020/21 წლების სეზონში 21-გუნდიანი
ჩემპიონატი ჩატარდება, შემდეგი სეზონიდან კი ჩემპიონატი 20-გუნდიანი იქნება.

ასე რომ, ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სუპერლიგაში დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კასაპოღლუ და გელა ნუგზარაშვილი. უჰ რა დუელია!
მიდი გელა!
09:03 30-07-2020
4
გადავიდა რომ გუნდი არ გავარდნილიყო... და არ გავარდა, ამოცანა შესრულებულია
ზორბეგი
08:59 30-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული