კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის გაორმაგდა - ქართველთა უმრავლესობის ღირებულება შემცირდა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვეყნა და ქართველი მოთამაშეებიდან ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2,2 მილიონი ევროთი გაიზარდა.

აპრილის დასაწყისში საიტი ხვიჩას 2,3 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონი ევრო გახლავთ. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია ნაკრებში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს (6,7) და საბა კვირკველიას (5) ჩამორჩება.

გაიზარდა ხვიჩას თანაგუნდელ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულებაც და 2,5 მილიონი ევრო გახდა. ამდენივე ღირს "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძეც, რომლის ფასმაც მოიმატა და ზურიკოს მსგავსად, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომლის ფასიც გაიზარდა, ოთარ კიტეიშვილი გახლავთ. ოთარს გერმანული საიტი 2 მილიონ ევროდ აფასებს და მისი ღირებულებაც პანდემიამდელ რიცხვს დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული გუნდის დანარჩენი მოთამაშეების სატრანსფერო ფასი შემცირებულია.




მკითხველის კომენტარები / 11 /
ბერია ვყოფილვარ) არადა ბოლო 300 წელი რაც წინაპრებს ახსოვთ ბერიძე გვეგონა ვიყავით))
ბათუმის ფანი
31 ივლისი 2020 14:43
0
ცეესკას ქართველი კონსტანტინე მარადიშვილია და არა მამარდაშვილი
მარადიშვილი
31 ივლისი 2020 13:58
0
მაშინ სხვა ამბავია,მეგონა გვარი შეცდომით შემოგეწერა
ბაჩი
01 აგვისტო 2020 13:47
0
მამარდაშვილი მეგრული გვარია ისევე როგორც წიტაიშვილი,მხოლოდ დაბოლოებას ნუ უყურებთ,დაბოლოება სკუა-დან ნათარგმნი შვილი არის.ასეთივე გვარებია,ბერსქუა ბერიშვილი,პაპასქუა-პაპასქირი,პაპაშვილი,ხარაია ხარაიშვილი და მრავალი სხვა
ბაჩი
30 ივლისი 2020 23:28
7
ხვიჩას ფასი უნდა იყოს ამჯამად 25-ხთ მილიონზე ზემოთ, ყველაფრის გათვალისწინებით. ანუუ, რათქმაუნდა პირველ რიგში ასაკი, მეორე, ასე სწრაფად რომ მოუმატა ტემპს და თამაშის ხარისხს..... ცესკასთან საუკეთესო ფეხბურთელად აგიარეს, მერე შინ როსტოვთანაც იგივე ჯილდო გადასცეს, და მერე 30-თე ტურში, სპარტაკთანაც იგივე დაიმსახურა, ანუ ბოლო 3-თამაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდენა მიანიჭეს, და ვისტან? რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო კლუბენტან ორთაბრდზოლაში....... ბრავო ხვიჩა!!!
Dato777
30 ივლისი 2020 16:18
8
მინიმუ 10-ს დაფასებს რუბინი
Kaxa
30 ივლისი 2020 15:45
0
რა 5 მილიონი გვეღადავებით? ორი მაგდენს სპარტაკი იხდიდა.დდ
zaza
30 ივლისი 2020 15:26
3
კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ. ახსოვდეს ქინქლაძის ისტორია, რომელიც მართლა ტალანტი და მოვლენა იყო ქართუილ ფეხბუთში, და მისი შეცდომები არ გაიმეოროს. დიდი სპორტი დიდი შრომა და დიდი ადამიანობაა
ss
30 ივლისი 2020 15:14
0
ვინმეს სჯერა,რომ კვარაცხელიას 4,5 მილიონად გაჰყიდის რუბინი?რა სისულელეა.
სოსო
30 ივლისი 2020 14:45
3
დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ხვიჩა ითამაშებს უმაღლეს დონეზე წარმატებები დარდა ამისა ცსკაში არის კიდევ ერთი ძალიან მაგარი ქართველი ბიჭი მარმადაშვილი და ვისაც ევალება ეს საქმე იქნებ მოახერხოს რო ეს ბიჭი ჩამოიყვანოს საქართველოს ნაკრებში არაა დასაკარგი ფეხბურთელი.
გიო
30 ივლისი 2020 14:15
2
მამარდაშვილი ისეთივე ქართველია როგორც მე მაორის ტომიდან)
ბათუმის ფანი
30 ივლისი 2020 15:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული