ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით
გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.

ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კვარას ამბავი ძალიან სასიხარულოაა ფაქტია რომ რუსეთში უკვე აღიარეს კვარაცხელია და ახლა დროა ისე ითამაშოს რომ უკვე ევროპამაც აღიაროს და დიდ კლუბში წავიდეს მომავალში დიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვეც ათამაშდება და გიორგი ჩადგება იმ ფორმაში რაშიც ყველას გვინდა და საბა კვირკველიაც აკრიფავს ფორმას და დარწმუნებული ვარ ბელარუს გადავუვლით იმედი მაქვს რომ როგორც ბელგიაში წამოვიდა ოქროს თაობა ასე ნელ ნელა მოდის ქართულ ფეხბურთშიც ამისათვის ყველამ უნდა იმუშაოს მთავრობამაც ფედერაციამაც კერძო კლუბებმაც რომ უამრავი ტალანტია საქართველოში რომლებსაც პოვნა და ყურადღება სჭირდებათ 90 იან წლებში ქართველებს ევროპელ არგენტინელებს და ურუგვაელებს ეძახდნენ ისე თამაშობდენ ის ბიჭები და იმედი მაქვს ახალი თაობა იმ დონეზე ითამაშებს რაც ყველას გვინდა.
გიო
15:31 02-08-2020
0
ყოჩაღ ხვიჩა. შრომა და კიდევ შრომა, ჯერ დიდი გზაა გასავლეი საწადელის მისაღწევად. ასე გააგრძელე პროგრესი.
0

სიახლეები პოპულარული