დღეს, 2 აგვისტოს MLS-ს მეოთხედფინალში ერთმანეთს ქართველების "სან ხოსე ერსქვეიქსი" და "მინესოტა იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი მეკარისა და მცველთა შეცდომებმა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ვაკოს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო, კაშიამ კი "მინესოტას" მე-4 გოლის გატანაში ვერ შეუშალა ხელი.
პირველი ტაიმის 1 წუთიან მონაკვეთში "მინესოტამ" ორჯერ გაიტანა, პირველ გოლში მექსიკელი მცველი ალანისი შეცდა, რომლის პოზიციიდანაც გავიდა ბურთი "სან ხოსეს" კარში. მეორე გოლის დროს კი ალანისს "სათანადო" პარტნიორობა "ერსქვეიქსის" არგენტინელმა მეკარემ გაუწია, რომელმაც ბურთი ცხვირწინ მოიგერია, ალანისმა რაც გააკეთა, ვიდეო კადრებშიც ჩანს... "მინესოტას" მესამე გოლიც არგენტინულ-მექსიკური დუეტის დამსახურებაა, ალანისმა ამარილიას ვერ დაუფარა, ვეგამ კი ახლო კუთხეში გაუშვა...
საბოლოოდ, "სან ხოსე" ანგარიშით, 1:4 დამარცხდა და MLS-ს წლევანდელ გათამაშებას 1/4-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.