ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ლიგის საუკეთესო დრიბლიორთა 5-ეულშია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით, ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი წარმატებული დრიბლინგების პროცენტული მაჩვენებლით ლიგის მე-5 საუკეთესო შედეგი აქვს.

ზურიკო მეტოქის მოტყუებაზე სულ 122-ჯერ წავიდა, აქიდან 74 შემთხვევაში მიზანს მიაღწია და წარმატებული დრიბლიგების მაჩვენებელი 61% აქვს, რაც მას მე-5 პოზიციაზე ათავსებს. აღსანიშნავია, რომ მეტოქის მოტყუების ჯამური ოდენობით ზურიკო 5-ეულის 2 წევრს უსწრებს...

მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზურიკოს თანაგუნდელი კლუბსა და ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

საუკეთესო დრიბლიორთა 5-ეულშია" />ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!
მკითხველის კომენტარები / 3 /
სეზონის პირველი ნახევარი კარგი ჰქონდა სულ ძირითადში იყო და მეორე ნახევარში უკვე ისე ვეღარ იყოო აშკარად გადაიღალა მარა ნუ ეგ გამოსწორებადია რაც მთავარია სლუცკი აძლევს სათამაშო დროს თუ სწორედ მახსოვს დავითაშვილმა თითქმის რუბინის ამ სეზონის ყველა თამაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი
02 აგვისტო 2020 22:51
0
ლეონიდ სლუცკი კარგი სპეციალისტია და დახვეწავს ხვიჩასაც და ზურიკოსაც.ნიჭი არცერთს არ აკლია და არც თავშიავარდნილები არიან.
კვარა
02 აგვისტო 2020 22:05
0
სამწუხაროდ არ თამასობს ეს ბიჭი თანამედროვე გუნდურ ფეხბურთს. ძალიან ბევრს მატაობს და ხშირად კარგავს ბურთს. 61 პროცენტი არ არის კარგი მაჩვენებელი, ლამის ყოველ მეორე ბურთს რომ დაკარგავ ცუდია ეგ, შეიძლება სახიფათო კონტრშეტევა მიიღო.

თუ ისწავლის გუნდზე თამაშს კარგი იქნება, თორემ რომ ვუყურებ ხოლმე, შთაბეჭდილება მრჩება რომ უბანში თამაშობს და რასაც უნდა იმას აკეთებს, პარტნიორებს არ იმჩნევს.
სამწუხაროდ
02 აგვისტო 2020 21:16
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული