ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ლიგის საუკეთესო დრიბლიორთა 5-ეულშია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით, ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი წარმატებული დრიბლინგების პროცენტული მაჩვენებლით ლიგის მე-5 საუკეთესო შედეგი აქვს.

ზურიკო მეტოქის მოტყუებაზე სულ 122-ჯერ წავიდა, აქიდან 74 შემთხვევაში მიზანს მიაღწია და წარმატებული დრიბლიგების მაჩვენებელი 61% აქვს, რაც მას მე-5 პოზიციაზე ათავსებს. აღსანიშნავია, რომ მეტოქის მოტყუების ჯამური ოდენობით ზურიკო 5-ეულის 2 წევრს უსწრებს...

მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზურიკოს თანაგუნდელი კლუბსა და ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

საუკეთესო დრიბლიორთა 5-ეულშია" />ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!