"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი მცველი, 21 წლის ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთში ჩავიდა და "მეზოკოვეშდის" საიტის ცნობით, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხვალ, 4 აგვისტოს კი კონტრაქტს გაუფორმებენ.
ლაკვეხელიანთან ერთად მადიარულ გუნდში 26 წლის დაღესტნელი ნახევარმცველი სერდერ სერდეროვი ჩაირიცხება, რომელიც ბოლოს ხორვატიის ზაპრეშიჩის "ინტერში" თამაშობდა.
გასულ სეზონში "მეზეკოვეშდის" ღირსებას თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იცავდა - ის სამი კვირის წინ "ფეჰერვარში" (ვიდეოტონი) გადავიდა.
16 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "მეზეკოვეშდი" სტუმრად "დიოშდიორს" შეხვდება.