ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი მცველი, 21 წლის ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთში ჩავიდა და "მეზოკოვეშდის" საიტის ცნობით, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხვალ, 4 აგვისტოს კი კონტრაქტს გაუფორმებენ.

ლაკვეხელიანთან ერთად მადიარულ გუნდში 26 წლის დაღესტნელი ნახევარმცველი სერდერ სერდეროვი ჩაირიცხება, რომელიც ბოლოს ხორვატიის ზაპრეშიჩის "ინტერში" თამაშობდა.

გასულ სეზონში "მეზეკოვეშდის" ღირსებას თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იცავდა - ის სამი კვირის წინ "ფეჰერვარში" (ვიდეოტონი) გადავიდა.

16 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "მეზეკოვეშდი" სტუმრად "დიოშდიორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვითომ ახლა ეს გუნდი საბურთალოზე ძლიერია?
jjj
03 აგვისტო 2020 23:55
0
ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელია რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს გასაგებია რომ უნგრეთის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი დონე ნამდვილად არის თან შუა ევროპაშია და იქ კარგი თამაშით შესაძლებელია უკეთეს ლიგაში გადასვლა და თან ისეთ გუნდში გადავიდა რომელშიც წესით სათამაშო დრო უნდა მიეცეს დიდი რაოდენობით წარმატებები.
გიო
03 აგვისტო 2020 19:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული