ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი მცველი, 21 წლის ლუკა ლაკვეხელიანი უნგრეთში ჩავიდა და "მეზოკოვეშდის" საიტის ცნობით, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხვალ, 4 აგვისტოს კი კონტრაქტს გაუფორმებენ.

ლაკვეხელიანთან ერთად მადიარულ გუნდში 26 წლის დაღესტნელი ნახევარმცველი სერდერ სერდეროვი ჩაირიცხება, რომელიც ბოლოს ხორვატიის ზაპრეშიჩის "ინტერში" თამაშობდა.

გასულ სეზონში "მეზეკოვეშდის" ღირსებას თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იცავდა - ის სამი კვირის წინ "ფეჰერვარში" (ვიდეოტონი) გადავიდა.

16 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "მეზეკოვეშდი" სტუმრად "დიოშდიორს" შეხვდება.