კვიპროსული გამოცემა: თუ ოქრიაშვილს პარტნიორები ხელს შეუწყობენ, შეტევაში ცეცხლს დაანთებს

AutoSharing Option
კვიპროსულმა გამოცემა balla.com.cy-მ "აპოელთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია.

გამოცემის თქმით, "ანორთოსისის" თავდამსხმელმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, პენალტი მოიპოვა და გაიტანა კიდეც.

"ოქრიაშვილი, შარშანდელი სეზონის მსგავსად, საკუთარი თამაშით ამტკიცებს, რომ "ანორთოსისისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მთავარი სადარდებელი ქეცბაიასათვის ისაა, თუ როგორ შეინარჩუნოს თანამემამულემ კარგი ფორმა.

ოქრიაშვილის კარგი თამაში კი იმას ნიშნავს, რომ ფამაგუსტელები შეტევაში ძალიან ძლიერები იქნებიან. მოსალოდნელია, რომ მომავალ სეზონში თორნიკე "ანორთოსისისთვის" ბარომეტრივით (ატმოსფერული წნევის საზომი აპარატი) იქნება, მასზე იქნება დამოკიდებული ბევრი
რამ და თუ პარტნიორები ხელს შეუწყობენ, "ოქრი" მათთან ერთად თავდასხმაში ცეცხლს დაანთებს."

კვიპროსის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება და "ანორთოსისი" სახლში "ერმისს" შეხვდება. ქართველების გუნდს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც ელის.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ალბათ ბევრი მიაქცევდით ყურადღებას ადრე, დიდი ხნის განმავლობაში, როცა ოქრიაშვილი თამაშობდა (ნაკრების თამაშს ვგულისხმობ) სულ ვწერდი, რომ ოქრიაშვილს უნდა ეთამაშა მოედნის ცენტრში, უკან დაწეული თავდამსხმელის ამპლუაში, დაახლოებით 10 ნომერზე!
aburjga
05 აგვისტო 2020 13:44
0
შეიძლება არ დამეთახმოს ბევრი მაგრამ ჩემი აზრით დღეს თემურ ქეცბაია რომ იყოს ნაკრების მწვრთნელი და ჰყავდეს ისეთი ფეხბურთელები,როგორებიც არიან კვარაცხელია,ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი,გვილია,ტაბიძე,კაკაბაძე და კიდევ ის ახალგაზრდები ვინც ახლა გამოჩნდნენ ნაკრებს უკეთესი შედეგები ექნებოდა თემურის დროინდელი საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბევრად უფრო სუსტი იყო ვიდრე ეს შემადგენლობა ერთი ოქრიაშვილი და ჯანო ჰყავდა მარტო ისიც ორივე არასტაბილურად მოთამაშე და დღეს წამოვიდნენ უკვე ფეხბურთელები დაცვის ხაზში რამხელა კონკურენცია ნახევარდაცვაზე აღარა საუბარი ვინ უნდა დააყენო არ იცი ყველა კაი დონეზე თამაშობს და ჩემი აზრით თუ მწვრთნელის შეცვლაზე იქნება მომავალში საუბარი თემური უნდა დააბრუნონ ნაკრებში.
გიო
04 აგვისტო 2020 19:16
6
როდის იყო არასტაბილური ოქრიაშვილი ნაკრებშ მე ვერ ვიხსენებ?! სულ ზეაქტიური იყო, სულ ბოლომდე იხარჯებოდა და თუ ნაკრებს რაიმე წარმატება ჰქონდა იმაში ოქრიაშვილის ლომის წილია!
aburjga
05 აგვისტო 2020 08:06
0
ამნაირი ნიჭის პატრონი საფეხბურთო ასაკის პიკის დროს ანართოსისში უნდა იყოს?საშუალოზე დაბალი დონის გუნდში.ეთამაშა თავის დროზე გენკში და გაქაჩავდა,მარა თავისი ბრალია.ჭკუის დამრიგებელი მაინც არ ყავდა არავინ?
Master
04 აგვისტო 2020 17:14
4
თემო ქეცბაია არის პიროვნება,რომელიც მისი სამოქალაქო პირველ რიგში,შემდგომ ზნეობიდან და შემდგომ ფეხბურთელობიდან მოქმედებს ქვეყნის სასარგებლოდ! მალე ერთად შევსულიყავით აფხაზეთში თემო! ქგგალე სი,უორქ ირ სამარგალოს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
04 აგვისტო 2020 16:31
0
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობს და ანორტოსისი,ხელფასს უხდის.ყოველთვის, ზუსტად იმას აკეთებს,რაც ნაკრებისთვისაა საჭირო
სოსო
04 აგვისტო 2020 12:29
0
კი ძმაო ეგრეა, უბრალოდ ქართველი ვერ აფასებს ქართველს და მაგიტომ უხდის ანორთოსისი ხელფასს, თორემ თემო ახლა ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს მაგათი კიარა
დონადონი
04 აგვისტო 2020 14:32
3
მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი,რაც ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი პრობლემაა სამწუხაროდ
irakli
04 აგვისტო 2020 12:29
0

სიახლეები პოპულარული