დავით ხოჭოლავას "შახტარი" "ვოლფსბურგთან" ევროპა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩისთვის ემზადება.
დონეცკურმა გუნდმა დღეს ღია ვარჯიში ჩაატარა და სხვებთან ერთად შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ემზადება, რომელიც მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ განაცხადში შეიყვანა.
გერმანიაში გამართულ პირველ მატჩში დონბასელებმა 2:1 იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრა კი კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე 5 აგვისტოს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.