"გენტს" ჟორჟ მიქაუტაძემ გაუტანა - ქვილითაიამ 1 საათი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის დაწყების წინ "გენტმა" უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონია) "სერენს" 2:1 სძლია.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა და წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო, ანგარიში კი 44-ე წუთზე სტუმართა გუნდის 19 წლის თავდამსხელმა ჟორჟ მიქაუტაძემ გახსნა. ის საფრანგეთის მოქალაქეა, ლიონშია დაბადებული, "მეცის" ფეხბურთელია და "სერენშია" განათხოვრებული.

მე-60 წუთზე ტორუპმა ქვილითაია და კიდევ 5 ფეხბურთელი შეცვალა და მათ ნაცვლად მოედანზე 17-წლამდელთა გუნდის მოთამაშეები შეუშვა, რომლებმაც მატჩში გარდატეხვის შეტანა შეძლეს - 78-ე წუთზე
სემი მაჰურმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე მატეო პარმენტემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ისევე, როგორც ჯონათან დავიდს. ის "ლილში" გადასასვლელად ემზადება. "გენტმა" ფრანგულ კლუბს ტრანსფერში 30 მილიონი ევრო და ბონუსები მოსთხოვა.

9 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" გასვლაზე "სენტ ტრუიდენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი რა ქვილითაია ამხლა კონკურენცია გაქ ისედაც უკრაინელებთან და ერთ სთ გოლი ხომ უნდაგაიტანო თავდამსხმელმა ჯობია წამოხვიდე მაქედან თორე არ აგცდება სკამის ხეხვა თან კარგა ხანი
თემური
23:48 05-08-2020
0
იქნებ მოიძიოთ ამ ბიჭზე მეტი ინფორმაცია დაუკავშირდეთ გაარკვიოთ დეტალები ამ ფეხბურთელზე სურს საქართველოს ნაკრებში თამაში და ა.შ მე ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ევროპული საფეხბურთო სკოლა აქვს გავლილი და თუ გამოიძახებენ დასაწყისისთვის ახალგაზრდულში ძალიან საინტერესო იქნება მისი ხილვა.
გიო
20:40 05-08-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული