ჯანო ანანიძე "როტორის" მოტორი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ "როტორში" გააგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ვოლგოგრადული კლუბი ანანიძეს ერთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ჯანოს ყოველთვიურ გასამრჯელოდ 1 მილიონი რუბლი (13 735 დოლარი) დაენიშნება.

ის ადრე "სპარტაკში", "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმეთვიანი "მოღვაწეობის" შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში "როტორი" "ზენიტს" უმასპინძლებს.

"როტორში" აგრეთვე ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი და თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯანო ბოლო დროს ფრთხილობდა, ტრავმის მიღებას ერიდებოდა. ამიტომ არგამოდიოდა თამაში. თუ გულით ითამაშებს ერთერთი საუკეთესო იქნება კიდევ. შესანიშნავი ხედვა და ტექნიკა აქვს.
ჯ. ჩ.
19:51 06-08-2020
1
ჯანო კარგ ფორმაში არის უძლიერესი ფეხბურთელი ტექნიკურად მოედნის ხედვით პასით დარტყმით და ა.შ რომ არაა ტრანვები და პრობლემები ის იქნებოდა დღეს ტოპ ფეხბურთელი კი ვისურვებდი რომ ჯანო ყოფილიყო დღეს ტოპ ჩემპიონატში და დარწმუნებული ვარ ჯანოსაც ენდომებოდა პრემიერ ლიგის ან ლალიგის თამაში,მაგრამ ქონდა ამ ფეხბურთელს მუდმივად პრობლემები ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით და რაც შეეხება კლუბს ის იყოო ანორთოსისში ქეცბაიასთან სადაც ყველამ ვნახეთ რომ არ გაუგრძელეს კონტრაქტი და უკმაყოფილოებიც დარჩნენ მისი თამაშით და დღეს ფაქტიურად უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელია და წავიდა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე სუსტ გუნდში და ის ხელფასი რაც არის დღეს მისი გასამრჯელო არის სასაცილო თანხა რუსეთის პრემიერ ლიგის სტანდარტებით და 27 წლის ფეხბურთელია ჯერ კიდევ შეუძლია 4-5 წელი მაღალ დონეზე ითამშოს და დარწმუნებული ვარ როტორი იმიტო აირჩია რომ იქ ალბათ მისცეს იმის გარანტია რომ ექნება სათამაშო დრო და თან 10 წლიანი გამოცდილება აქვს რუსეთში თამაშის და არავინ არ მიწყინოს მარა საქართველოს ჩემპიონატში თამაში გინდაც ბათუმის დინამოში არ არის ის დონე რა დონეზეცაა რუსეთის პრემიერ ლიგა სად ზენიტს კრასნოდარს ცსკას რუბინ სპარტაკს და ლოკომოტივს რო ეთამაშები და სად ჩიხურას სამტრედიას და შუქურას განსხვავებას ვერ ხედავთ?? ჯანოსაც ალბათ იმედი აქვს რომ ათამაშდება შევა ფორმაში შედეგს დადებს და გადარჩენს კარიერას რომელიც რეგრესისკენ წავიდა უკვე და მეც ვისრვებდი რომ საქართველოს ჩემპიონატშჳ ეთამაშა მარა ჯანოს უნდა უფრო მაღალ დონეზე თამაში 27 წლის ბიჭია ჯერ კიდე წინ აქვს ბეცრი რამ იქ მიქელთაძეც როტორშია ძალიან გამიხარდება თუ ორივე ათამაშდება იმის მაგივრად რო წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ვლანძღავთ სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება.
გიო
13:38 06-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული