ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კაჭარავას გამარჯვების გოლი - ქეცბაიამ ოქრიაშვილი თავდამსხმელად ათამაშა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს "ანორთოსისი", რომელმაც მორიგ საკონტროლო მატჩში მეორე ლიგის არადიპუს "ომონიას" 2:1 მოუგო.

ფამაგუსტურ გუნდში არ უთამაშიათ გიორგი ლორიას და ბუბა დაუშვილს, თორნიკე ოქრიაშვილი კი მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მისთვის უჩვეულო, თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, რომლის შემდეგ ოქრიაშვილი ნიკა კაჭარავამ შეცვალა და მან 47-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

goal.philenews-ი აღნიშნავს, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ქეცბაია ძალიან გაბრაზებული იყო და ფეხბურთელებს შეუყვირა - ვისაც თამაში არ გინდათ, სახლში გაგიშვებთო.

ქართველების გუნდი კიდევ 2 სპარინგს გამართავს - 8
აგვისტოს აელ-ს, ხოლო 14 აგვისტოს "პაფოსს" დაუპირისპირდება, 22 აგვისტოს კი, ჩემპიონატის პირველ ტურში "ერმისს" უმასპინძლებს.