გიორგი შელია კვარაცხელიაზე: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებული ტონით არ ვსაუბრობ

AutoSharing Option
ქართველმა მეკარე გიორგი შელიამ, რომელიც "ტამბოვიდან" გროზნოს "ახმატში" გადაბარგდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა sportbox.ru-ს და სხვა საკითხებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთ ხომ არ გამოგდით "ფინტაობა"?
- ეს ბიჭი, ჩემთან შედარებით, სხვა ლიგაში თამაშობს. მცველებს მარჯვნივ და მარცხნივ შემოტყორცნის ხოლმე. ასეთი რამ არც კი დამსიზმრებია. ის ძალიან ყოჩაღია!
ახლანდელ ფეხბურთში ძალიან რთულია ფორვარდთან გამკლავება, რომელმაც სისწრაფე აკრიფა და თავისუფალი სივრცეც აქვს. თუმცა მეტოქის მოტყუება მცირე მონაკვეთში ბევრს არ გამოსდის. ხვიჩა კი ძალიან სახიფათოა, მაშინაც კი, როცა ერთ ადგილას დგას.

არის
ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი?
- ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებით ტონში საუბარი არ მიყვარს. ხვიჩამ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ბევრს შეუძლია აფეთქება, თუმცა წლების განმავლობაში მაღალ დონეს ვერ ინარჩუნებენ.

თუ კვარაცხელია ამჟამინდელ მაჩვენებლებს 2-3 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ უკვე შეგვეძლება თქმა, რომ ის ტოპ ფეხბურთელია. ვნახოთ, რა იქნება.

ადრე თქვით, რომ მოსკოვში 13 წლის ასაკში ჩამოხვედით, რუსულად ყველაფერს ხვდებოდით, თუმცა ვერაფერს ამბობდით. რთული იყო. ხვიჩა კი ახლა მსგავს სიტუაციაშია...
- მან ენობრივი ბარიერი უნდა გადალახოს. მე ძალიან მოვინდომე და გამომივიდა. უნდა ვაღიარო, ადვილი არ ყოფილა. ისიც სათქმელია, რომ მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

ხვიჩას ისედაც ყველაფერი ესმის. მცველი, მეკარე და საყრდენი მატჩის მიმდინარეობისას მუდმივად საუბრობენ ერთმანეთში. ხვიჩამ კი ვის უნდა დაუყვიროს?

გიორგი შელიამ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზე დააყენა.





მკითხველის კომენტარები / 7 /
ა კაცი, ესმის ფეხბურთი 100%. აბა ჩვენი ჟურნალისტები,რომ გააღმერთებენ ფეხბურთელებს ერთი ფინტის შემდეგ და აჰყვებიან გულშემატკივრები. 2 თვის შემდეგ აღარც კი ვიცით სად თამაშობს ხოლმე, ჩვენი "ამომავალი" ვარსკვლავი.არაა საჭირო ბაქი-ბუქი და ვაი-ვიში. დღევანდელ ფეზბურთში სტაბილურობა ყველაზე ძვირად ფასობს
1
06 აგვისტო 2020 18:47
0
ბაჩი
თავად თუ გესმის რა დაწერე?
ანუ შენ ეძებ კაცს, მხოლოდ ბანჯგვლიანს და გადარეულს? შენით მოიფიქრე, თუ გიკარნახეს?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
06 აგვისტო 2020 17:32
7
ჩემთვის უდავოა, რომ კვარაცხელია 21-ე საუკუნის აღმოჩენაა, შელიამ სწორედ შენიშნა, თუ ხვიჩა 2-3 სეზონს ესე ჩაატარებს, უკვე ვარსკვლავი იქნება, ვარსკვლავი სხვა გალაქტიკიდან. ღმერთმა ქნას, თუმცა, თუ რამის მიღწევა უნდა ადამიანს, უნდა იშრომოს, შრომა, შრომა და კიდევ შრომა არის მისი გამარჯვების გარანტი...
მიდი ხვიჩა, დაამტკიცე, რომ ყველაზე მააგარი ხარ... ფეხბურთში...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 აგვისტო 2020 17:30
2
ეგრე რა,ყაიმაზ!ასე არ სჯობია?ილაპარაკე გულშემატკივრის პოზიციიდან.თურმე შეგძლებია გულთბილი საუბარიც.ხვიჩას,მეც ერთი წელი(ნახევარი მაინც)რუბინში დარჩენას ვურჩევდი.მწვრთნელი კატგია ენდობიან და ეტყობა ბევრ რამესაც ასწავლიან.საკულაოდ,ევროპის ძლიერი კლუბებისათვის,უკვე მზად იქნება.მთავარია,სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს და ცოტა უფრო აუღელვებელი გახდეს შეტევის დამთავრებისას.ზოგჯერ ჩქარობს ხოლმე დარტყმას.ასე პასების ხარისხიც გაუმჯობესდება.
სოსო
10 აგვისტო 2020 14:30
0
შელიშ ჯგირჲ კოჩჲ რე,გოუმორძგუას ღორონთქ
ბაჩი
06 აგვისტო 2020 17:16
17
გეთანხმებ ბაჩი, ჟინ სუმა ბიჭი კვარა, მუჭ ლუაფა კოჩი, დაჭ ქარგალი შიდი, ლიათექ ღუნა უტუ. დო ჭვინდარი მაფა. ხოდა მანგ გარე ბურთი, ოდოშ წევა ნდიდი ოჩო ლარჯი. ვინც მეთანხმება ლაიკი!
გუჯა
14 აგვისტო 2020 13:31
1
ქორთული ვაგიჩქუნო ჯიმა?
Megreli
06 აგვისტო 2020 18:01
8

სიახლეები პოპულარული