მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გუშინ, 5 აგვისტოს ვოლგოგრადის "როტორში" გადავიდა. ახალი კლუბის პრესსამსახურთან მან "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჯანო 2007 წლიდან 2019 წლამდე იქ თამაშობდა.
"სპარტაკთან" პრინციპული თამაშები ნამდვილად არ იქნება. გუნდიდან მე ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იყო. "სპარტაკთან" დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე "როტორს" უნდა დავუმტკიცო, რომ აქ თამაშს ვიმსახურებ. "სპარტაკში" ბევრი მეგობარი მყავს და მათთან თამაში მესიამოვნება, თუმცა საფეხბურთო დონეზე არაფრის დამტკიცებას არ ვეცდები." - ციტირებს ჯანოს "როტორის" პრესსამსახური.
"როტორსა" და "სპარტაკს" შორის
უახლოესი შეხვედრა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.