ჯანო ანანიძე: "სპარტაკს" არაფერს დავუმტკიცებ, "როტორს" უნდა ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ აქ თამაშს [PHOTO]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გუშინ, 5 აგვისტოს ვოლგოგრადის "როტორში" გადავიდა. ახალი კლუბის პრესსამსახურთან მან "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჯანო 2007 წლიდან 2019 წლამდე იქ თამაშობდა.

"სპარტაკთან" პრინციპული თამაშები ნამდვილად არ იქნება. გუნდიდან მე ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იყო. "სპარტაკთან" დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე "როტორს" უნდა დავუმტკიცო, რომ აქ თამაშს ვიმსახურებ. "სპარტაკში" ბევრი მეგობარი მყავს და მათთან თამაში მესიამოვნება, თუმცა საფეხბურთო დონეზე არაფრის დამტკიცებას არ ვეცდები." - ციტირებს ჯანოს "როტორის" პრესსამსახური.

"როტორსა" და "სპარტაკს" შორის
უახლოესი შეხვედრა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 24 /
ზარმაცია და ფულს დახარბებული.
სტატუს ქუო
16:40 07-08-2020
1
ვერ ვხვდები რა დაგიშავათ ჯანომ? რაც შეეძლო და რა მონაცემებიც ქონდა ის ითიმაშა, თვითონ არ უნდოდა ბარსაში და რეალიში თამაში თუ რას ემართლებით ვერ ვხვდები. როცა ნაკრებს ჭირდებოდა ყოველთვის ყველას გვერდით ედგა, გაჭირვებაში ხალხს ეხმარება და მეგობრებისგან მაგაზე ცუდი არ მსმენია, რისი გულისთვის დასცინით და ლანძღავთ? გადახედენ სხვა ჩემპიონატებს ჯანოსნაირი ფეხბურთელები ათასობითაა ასარჩევი ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალიაში,. როტორიო რო იცინიხართ მიდიო აბა გაბალაში ითამაშეთ თუ ბიჭები ხართ ან ჟილაგირესში.
semi
11:16 07-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული