ჯანო ანანიძე: "სპარტაკს" არაფერს დავუმტკიცებ, "როტორს" უნდა ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ აქ თამაშს [PHOTO]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გუშინ, 5 აგვისტოს ვოლგოგრადის "როტორში" გადავიდა. ახალი კლუბის პრესსამსახურთან მან "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ჯანო 2007 წლიდან 2019 წლამდე იქ თამაშობდა.

"სპარტაკთან" პრინციპული თამაშები ნამდვილად არ იქნება. გუნდიდან მე ლამაზად წამოვედი, ყველაფერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იყო. "სპარტაკთან" დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, მე "როტორს" უნდა დავუმტკიცო, რომ აქ თამაშს ვიმსახურებ. "სპარტაკში" ბევრი მეგობარი მყავს და მათთან თამაში მესიამოვნება, თუმცა საფეხბურთო დონეზე არაფრის დამტკიცებას არ ვეცდები." - ციტირებს ჯანოს "როტორის" პრესსამსახური.

"როტორსა" და "სპარტაკს" შორის
უახლოესი შეხვედრა 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.


მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო როტორში წასვლა ევროპაში ძლიერ ჩემპიონატში ჯანოს არავინ მიიწვევდა ახლა ანორთოსისში არ გაუგრძელეს კონტრაქტი და საქართველოს ჩემპიონატში დინამო ბათუმში და დინამო თბილისში ევრო ტურნირებზე ვისურვებდი მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ახლა იწყება მალე რუსეთის ჩემპიონატი ახლა რო არ წასულიყოო მერე შეიძლება აღარ ყოფილიყო შემთავაზება და ქართული კლუბების ამბავი რომ ვიცით ევრო ტურნირებზე ან იქნებოდა წარმატება ან არაა და აქ ვინც 5 გოლი გაიტანა 20 წლისამ თუ 30 წლისამ ყველა გარბის აქედან ლიტვა ყაზახეთით დაწყებული ირან უზბეკეთით დამთავრებული და ჯანოსგან რატო ვითხოვთ რო აქ ჩამოსულიყო გაუგებარია დინამოს ლიდერი და ბომბარდირი 30 წლის კუტალია წავიდა ყაზახეთში სათამაშოთ და 27 წლის ჯანო რატო არ უნდა წასულიყო პრემიერ ლიგის გუნდში სადაც იგივე მიქელთაძეც თამაშობს ჯანოს მიმართ ზოგჯერ მართა გაუგებარი პრეტენზიებია იგივე ყენიამ თქვა რომ საბურთალოში თამაშს და საქართველოს ჩემპიონატში თამაშს გერმანის მე 3 ლიგაში თამაში ურჩევნია და წავიდა კიდეც კლუბიდან და ჯანოსთან რატო აქვს ხალხს პრეტენზია ვერ ვხდები.
გიო
16:40 06-08-2020
1
მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებები ჯანოს.
100%
21:47 06-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული