კვირკველია ისევ არ ათამაშეს და რთულ სიტუაციაშია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მცველი საბა კვირკველია არც რუსეთის სუპერთასზე "ზენიტთან" (1:2) არ ათამაშა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, როდესაც "რკინიგზული" გუნდი 31 წლის სერბ სლობოდან რაიკოვიჩს დაიმატებს.

"ლოკოს" ხელმძღვანელობას რაიკოვიჩთან კონტრაქტის გაფორმება არ უნდა, მაგრამ მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა თავისუფალ აგენტად მყოფი თანამემამულის ტრანსფერი დაიჩემა. მოკლედ, ნიკოლიჩს რაიკოვიჩის გუნდში აყვანის ნებართვა მისი პასუხისხმგებლობით დართეს.

"ლოკომოტივის" ვერცხლის მედლებით დაჯილდოებაზე არ მიიწვიეს ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელმაც თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩი მოიგო, მის გარეშე მხოლოდ 4 და მედალი ეკუთვნის.

"ლოკოს"
გულშემტკივრებმა გუნდთან შეხვედრისას კლუბის გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს შეუტიეს, მან კი განუცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ და არა ქომაგები, სერიოზულ გავლენას ვერაფერზე ვერ მოახდენენ, რამდენიც უნდათ იმდენი შეუძლიათ აკრიტიკონ და თუ ასე გააგრძელებდნენ, ფეხბურთელებს შეხვედრიდან წაიყვანდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულ აღარ მიკვირს, ქართველი სპორტსმენები რუსეთს რომ მიეყიდნენ..იგივე შენგელია. რატომ უნდა გაგვიკვირდეს? აგერ, საქართველოში პიონერფილმი ფუნქციონირებს იცით. ვინმე ჩიგოგიძის საბავშვო სტუდია და ასულელებენ ხალხს. იქეთ GDS- ზე 8 აგვისტოს სერიალი ქერჩი გადიოდა ქართველები როგორ მსახურობენ საბჭოთა ჯარში. ქართველი მსახიობები. ნახევარი დიალოგები რუსულად. საბჭოთა ჯარზე!! თან 8 აგვისტოს! წარმოგიდგენიათ? ჰოდა აბა კვირკველია და შენგელიასი რაღა გიკვირთ
გიორგი
11:26 09-08-2020
5
რთულ სიტუაციაშია თუ ჯანდაბაში, უნდა მოძებნოს თავისთვის გამოსადეგი კლუბი უკვე ბევრი პრაქტიკა აქვს.
ddgfdf
00:24 09-08-2020
1

სიახლეები პოპულარული