ტრავმამორჩენილმა დვალმა კიტეიშვილის გუნდთან მატჩისას ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ავსტრიის ქალაქ ბად რადკერსბურგში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ამხანაგურ მატჩში 1:0 დაამარცხა ოთარ კიტეიშვილის "შტურმი".

ლაშა დვალმა ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ თამაში დაიწყო, ამ სპარინგში სასტარტოში იყო და 70-ე წუთზე მეტოქესთან ბურთზე ბრძოლისას ტრავმა მიიღო. მან თავად მოითხოვა შეცვლა და მოედანი ექიმების დაუხმარებლად დატოვა. სავარაუდოდ ლაშას ტრავმა სერიოზული არაა და შეცვლა თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა.

რაც შეეხება კიტეიშვილს, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული