"გენტმა" ქართველების გარეშე ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "სენტ-ტრუიდენთან".

ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო გიორგი ქვილითაია მწვრთნელმა იეს ტორუპმა სათადარიგოთა შორის დატოვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი უკვე მე-60 წუთზე 1:2-ს აგებდა.

სრულად ითამაშა "გენტის" თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა, რომელზეც ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსითაა დაინფიცირებული, მისმა თანამემამულე იგორ პლასტუნმა კი გოლი გაიტანა. ფორვარდი ჯონათან დავიდი განაცხადში არ იყო.

15 აგვისტოს "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ გენტის გამკვირვებია, ქვილითაიას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმედო ფეხბურთელი შეიძინეს, ამ დროს სულ სკამზე უზით, გაუგებარია ფრიად, ან რომ უკაკუნებთ კლავიატურას და წერთ, სხვა გუნდში რატომ არ გადადიანო, ასე ადვილია გუნდიდან გუნდში გადასვლა? ცოტა აზრზე მოდით, სანამ რამეს დაწერთ, თუ ლომკები გაქვთ, რომ რაღაცა უნდა დაწეროთ და რას დაწერთ, არა აქვს მნიშვნელობა?!
7
ამ უაზრო გუნდში თამაში სახვეწარი რომ გაგიხდება,ან ძალიან დაბალი დონის ხარ,ან რაღაც სხვა ხდება და უნდა გამოასწრო. თუ ბეილივით და ანანიძესავით ფულის გარდა დანარჩენი არ გკიდია
ნუკრი
22:34 09-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული