ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
როგორც reviersport.de წერს, ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას გერმანიის მე-3 ლიგის კლუბ "უერდინგერში" განაგრძობს.

29 წლის ყენიამ გუშინ, 9 აგვისტოს "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გოლის გატანის შანსი ლევანს პირველივე წუთზე ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

"უერდინგერმა" აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 20-გუნდიანი მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა. კლუბში დორტმუნდის "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კევინ გროსკოიცი გამოდის.

ლევან ყენია კი ბოლოს თბილისის "საბურთალოს" რიგებს იცავდა. ქართველს გერმანიაში აქამდე ორი კლუბის მაისური მოურგია -
"შალკესა" და დუსელდორფის "ფორტუნას".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყენია კი არა ჩაკვეტაძეზე ვნერვიულობ ყენია არ დაემართოს, სამწუხაროდ მაქეთ მიდის ყველაფერი, 3 თვე ითამაშა ფეხბურთი,აიწყო ცხოვრება,მიიღო ტრავმა და 2 წელი გავიდა უკვე და ჯერ ვერ დაბრუნდა.ძალიან მინდა რომ ვცდებოდე და იმედია ბევრად მეტს მიაღწევს გიორგი
სამწუხაროდ
09:13 11-08-2020
1
რა პოტენციალიც ჰქონდა ის რომ 10 წუთით მაინც განახორციელოს ნაკრებში მაგრად წაგვადგება.წარმატებები
კახა
00:38 11-08-2020
3

სიახლეები პოპულარული