ყენიამ პსვ-ს წინააღმდეგ ითამაშა და კარიერას გერმანიაში განაგრძობს

AutoSharing Option
როგორც reviersport.de წერს, ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას გერმანიის მე-3 ლიგის კლუბ "უერდინგერში" განაგრძობს.

29 წლის ყენიამ გუშინ, 9 აგვისტოს "პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გოლის გატანის შანსი ლევანს პირველივე წუთზე ჰქონდა, თუმცა მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

"უერდინგერმა" აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში 20-გუნდიანი მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა. კლუბში დორტმუნდის "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კევინ გროსკოიცი გამოდის.

ლევან ყენია კი ბოლოს თბილისის "საბურთალოს" რიგებს იცავდა. ქართველს გერმანიაში აქამდე ორი კლუბის მაისური მოურგია -
"შალკესა" და დუსელდორფის "ფორტუნას".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან მაგარი ფეხბურთელის ნაცვლად მორიგი უღიმღამო დასასრული ვიხილეთ სამწუხაროდ . სერიოზული ტრავმის შემდეგ მხოლოდ ალექსიძე დაბრუნდა მგონი. სამწუხარო ფაქტია რომ ასეთი კარიერა დანგრეულებიც კი გარბიან ჩვენი ელიგიდან
მიხაელ
18:22 10-08-2020
1
მესამე ლიგაში წავიდა, საქართველოს ფეხბურთს არაფერი ეშველება, მაგ ასაკში აქეთ უნდა მოდიოდეს, თავის ქვეყანაში უნდა თამაშობდეს და....... კაროჩე დედა აქ ნატირები ფეხბურთს რა. სასტავი ვერ შეკრეს ბიჯო ვგიჟდები ერთი ნორმალური ქართული კლუბი რომ შეიქმნას და ან ევროპა ლიგა ან ლიგა რო ვითამაშოთ ჯგუფი რა მოხდება. ქართული ფეხბურთი ვაფშე უნდა გაუქმდეს და მივხედოთ კალათბურთს მაგ ბიუჯეტით
კლოპი
21:45 10-08-2020
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული