გიორგი აბურჯანიამ ძალიან ლამაზი ჯარიმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩში გაიტანა "ტვენტეში" გოლი საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ.

გასულ სპარინგში ის "ექსელსიორ'31"-თან სპარინგში (3:1) შეცვლაზე შევიდა და გოლი გაიტანა, ამჯერად კი სიტარდის "ფორტუნასთან" მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 49-ე წუთზე ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი ანგარიში გახსნა. საბოლოოდ ენსხედელებმა 2:1 იმარჯვეს.

ნამატჩევს გახარებულმა მწვრთნელმა რონ იანსმა აღნიშნა, რომ თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იფრინეს, 15 წუთში 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს კიდეც. ის ამბობს, რომ მიუხედავად 30 გრადუს სიცხეში თამაშისა, მისმა შეგირდებმა ფეხბურთისგან სიამოვნება
მიიღეს, ძალიან ასიამოვნეს და ამ ბიჭებთან მუშაობა სასიხარულოა.

"ტვენტე" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, 12 სექტემბერს კი, ჩემპიონატის პირველ ტურში ამავე "ფორტუნას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველის სერხიო ბუსკეტსია რა! ნეტა ვაისი თუ ხედავს ამ ჩანაწერს!?
მწრთვნელი
16:15 11-08-2020
0
ტვენტეს მწვრთნელის სახე დამანახეეთ
ბაჩი
13:32 11-08-2020
0

სიახლეები პოპულარული