თურქულმა საიტმა sporx.com-მა ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ნიკა ნინუას ბერძნულ პაოკ-ში ტრანსფერზე კომენტარი ჩამოართვა.
"როგორც გუშინ გავიგე, ნიკას "ბეშიქთაშში" გადასვლის შანსი ძალიან მცირე იყო, ამიტომ ეს სადარდებელი ნაკლებადაა.
ნინუა ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, კარგი პასი და დარტყმა აქვს. საქართველოში ლიდერობისთვის განსაზღვრული ასაკი არ არსებობს.
ნიკა ბრწყინვალე მოთამაშე გახლდათ და გუნდელებს ლიდერულ მაგალითს აძლევდა. თბილისის "დინამოსთვის" ძალიან დიდი ძალა იყო, პაოკ-შიც კარგად ითამაშებს.
არა მგონია, ნინუას საბერძნეთში ადაპტაციის პრობლემა ჰქონდეს. მას კი წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.