sport24: კვირკველია რუსულ კლუბში გადადის

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ვოლგოგრადის "როტორში" გადასვლასთან ახლოსაა.

28 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი შანსი "ურალში" ჰქონდა, თუმცა, წყაროს ცნობით, საბა მაინც "როტორში" გადავა.

გუნდში მისულს კი 3 ქართველი დახვდება - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. "როტორს", ქართველების გარდა, მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავს - ახლად დამატებული სომეხი მცველი მანუჩარიანი და ასევე მცველი, კოტდივუარელი გოგუა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
კვირკველიას მატარებელშა კაი ხანია ჩაიარა.სიომინი მაგარია ქართველები უყვარსო რომ გაიძახით ყველა ესე შუა გზაში რომ მიატოვა და განვითარების საშვალება არ მიცა იმას რატომ არავინ ამბობს რაც მაგან ასათიანს გაუკეთა და თან საქართველოსაც მის მერე როგორ უნდა გაჩერებილიყო ვინმე ლოკოში თუ შეთავაზება ქონდა
თემური
23:49 11-08-2020
7
ეს და ანანიძე ყელამდე ჭაობში არიან ჩაფლულები.
status quo
21:46 11-08-2020
4

სიახლეები პოპულარული