ნიკა კაჭარავა "ანორთოსისის" და კვიპროსის დატოვებას აპირებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, დიდი ალბათობით, 26 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა "ანორთოსისს" დატოვებს.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მენეჯერი ამბობს, რომ მის კლიენტს რამდენიმე კლუბისგან წინადადება აქვს. არ კონკრეტდება მათი ვინაობა, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს ისრაელის, რუსეთის და ჩინეთის ვარიანტებია.

კაჭარავას "ანორთოსისთან" კონტრაქტი 2022 წლის მაისამდე აქვს გაფორმებული და ბუნებრივია, მას უფასოდ არ გაუშვებენ. მოკლედ, კონკრეტულ წინადადებებს ელიან და ამის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყება.

რამდენიმე დღის წინ 32 წლის ჩეხი ფორვარდი მიხალ დურიში "ომონიაში" გადავიდა და კაჭარავას გასხვისების შემთხვევაში, მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ორი თავდამსხმელის დამატება
მოუწევს. თანაც, ეს სასწრაფოდ უნდა მოახერხოს, რამეთუ მალე კვიპროსის ჩემპიონატი დაიწყება - 22 აგვისტოს, პირველ ტურში "ანორთოსისი" "ერმისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა თავის საქმის კარგად კეთებას დაიწყებდეს ეს ბიჭი.
მევასება ესეთი მკვლელი პირისახის ფორვარდები,მაგრამ...
ბაჩი
12 აგვისტო 2020 14:12
0
გაჩერდი სადაც ხარ შე კაი კავო, გათამაშებენ პრაქტიკა გაქვს და ნდობაც, ანდა რუსეთს მიაშურე ეგ ჯობია ყველაფერს.
გულშემატკივარი
12 აგვისტო 2020 09:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული