მორიგი სკანდალი რუსეთში: "რუბინს" მწვრთნელიც გაუძევეს და ფეხბურთელიც, მსაჯი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - კვარაცხელია "ლოკოსთან" მარტო ვერას გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საინტერესო მატჩი ჩატარდა ყაზანში ადგილობრივ "რუბინსა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის, რომელიც 0:2 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველ ტაიმში აქტიური გახლდათ. სტუმრებმა უკვე მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. შემდეგ ხვიჩამ მეურვე მოატყუა და დაარტყა კიდეც, მაგრამ მცველმა "დაუბლოკა". 25-ე წუთზე მან მეკარე გილერმეს პირისპირ იგნატიევი შეჰყარა, რომელიც მოცელეს, პენალტი კი მსაჯმა არ დანიშნა. 26-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. შესვენებაზე გასვლის წინ ყაზანელთა მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი არბიტრ სერგეი ივანოვს არდანიშნული
პენალტის გამო შეეკამათა და გააძევეს.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენებაზე "რუბინის" "ტვიტერზე" დაიწერა - "ჩატარდება კი მეორე ტაიმი?"

65-ე წუთზე "რუბინის" ნახევარმცველი ბეგიჩი უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, ხოლო 72-ე წუთზე კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.

"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია, რომელიც "როტორში" გადადის, ისევ სათადარიგო იყო.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "რუბინში" თამაშს მხოლოდ კვარაცხელია ამწვავებდა, "ლოკომოტივი" კი უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და უფრო ბალანსირებული გუნდია.

ნამატჩევს აღშფოთებულმა სლუცკიმ განაცხადა, რომ ამაზრზენი მსაჯობა გრძელდება, ეტყობა არბიტრმა სხვა ეპიზოდს უყურა, მათ კი - სხვას და ალბათ, იდიოტებად თვლიან.

"რუბინმა" მსაჯი ივანოვი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და "ლოკომოტივის" ფორმაში მისი ფოტომონტაჟიც გამოაქვეყნა...

15 აგვისტოს "რუბინი" ჯიმი ტაბიძის "უფას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სინამდვილეში კვარაცხელია,არც ისე აქტიური იყო.ბურთი მასთან იშვიათად მიდიოდა და უფრო მეორე ფლანგიდან უტევდნენ.თავიდან ძალიან კარგი თამაში წავიდა,მაგრამ არდანიშნული პენალტის და იქვე გოლის გაშვების შემდეგ,თამაშმა დაკარგა ძველი მუხტი.ლოკომოტივი,მაინც უფრო ანგარიშის შემახვაზე გადავიდა,რუბინმა კი,აღარ იცოდა,რა გაეკეთებინა.ლოკომოტივი აშკარად უფრო დაყენებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა.კვარას ძალიან კარგად კეტავდნენ და სადღაც ნახევარი საათის შემდეგ,ტკივილიც შეეტყო.შესაძლოა ამის გამოც შეცვალეს 70 წუთზე.მიუხდავად ამისა,ხვიჩამ რამდენჯერმე მაინც გაამწვავა და ეს,ამ ვიდეოშიც ჩანს.მის ნაცვლად შემოსული დავითაშვილი კი,უფრო დარბის და მუშაობს.ბურთთან,ნაკლები კონტაქტი აქვს.არ ვიცი,თითქოს უფრო დაწვილმანებული მეჩვენება მისი თამაში.სლუცკის,მებრძოლი და მორბენალი ფეხბურთელები,ოხრად ჰყავს,ტექნიკური და შემოქმედები კი,ნაკლებად.ალბათ შეიძლება უფრო მეტად თავის ტექნიკურობაზე გააკეთოს აქცენტი და დარტყმების,მწვავე პასების კეთება სცადოს,თორემ სულ ჩაიკარგება მასაში
სოსო
11:22 12-08-2020
1
ოხ ხქიიმჲ,მუ ულააფინ მარგალ?!
ბაჩი
09:49 12-08-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული