"ინდიანას" კაპიტანი ბითაძეზე: გოგა ძალიან ძლიერია, თავიდან კი არც ვიცოდი, რა მეფიქრა...

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" კაპიტანმა და ცენტრმა მაილს ტერნერმა hoopshype.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ თანაგუნდელ გოგა ბითაძეზე დასმულ შეკითხვას ვრცლად უპასუხა.

- წინა ხაზზე შენ და გოგა ბითაძე მეტ წუთებს მიიღებთ. შარშან, როცა გუნდმა დრაფტის პირველ რაუნდში აიყვანა, რა ფიქრები ტრიალებდა შენს გონებაში? რა დასკვნები გააკეთე მისი თამაშისაგან?

- ვთვლი, რომ გოგამ ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ისწავლა. მიმაჩნია, რომ ევროპაში თამაში ერთია, მაგრამ NBA კალათბურთის სხვა სტილს გულისხმობს. ვფიქრობ, რომ გოგა ძალიან ძლიერია.

ეს ერთი შეხედვითაც ძალიან მარტივია
დასანახია - შეათვალიერებ და ამჩნევ, რომ ძალიან ძლიერია. ის აგრძელებს სწავლას, თუ როგორ გამოიყენოს სხეული უკეთ და ამით თამაშიც გააუმჯობესოს. მას ძალიან კარგი სამიანი აქვს, ამ ბიჭს სროლა შეუძლია. ამასთანავე, კარგი "ბლოკერია".

"ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა. ვფიქრობ, რომ დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ თამაში მისთვის დიდი შანსი იყო და ზრდაში დაეხმარება. აი, როცა ავიყვანეთ, მაშინ არც ვიცოდი, რა მეფიქრა, გოგას თამაშიც არ მქონდა ნანახი.

ბითაძის შესახებ არაფერი გამეგო, მაგრამ ახლა, როცა მასთან ერთად ყოველდღე ვარ, ვხედავ, რომ ის მოწყურებულია, მას კალათბურთი უყვარს. ის აგრძელებს სწავლას, მას ეს სურს და ამასთანავე, თავდაჯერებულია. ეს კი ძალიან დიდი პლუსია.

როცა ლიგის დებიუტანტი ხარ, გარკვეული ხარისხის თავდაჯერებულობა აუცილებელია. ის დღითი დღე პროგრესირებს. გოგა ძალიან ახალგაზრდაა, დიდი დრო აქვს წინ, რათა გაიზარდოს და ლიგისთვის მომწიფდეს", - თქვა ტერნერმა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
კაი ტიპი ყოფილა ეს ტერნერი, რა გინდათ. რა მნიშვნელობა აქვს ეგ ყველაფერი გულწრფელად თქვა თუ ფარისევლობით, მთავარია რომ ბევრი კეთილი სიტყვა თქვა გოგას მისამართით. აბა სპორტში მეგობრობა რა გგონიათ, მითუმეტეს როცა დებიუტანტი ხარ - მეგობრობა თავისთავად არ გამორიცხავს კონკურენციას. წარმატებები გოგას.
ირაკლი
13:47 15-08-2020
0
შვილო გოგა, მიაწექი, შეუბერე და თავს ძევით ახტი!!! სხვა შემთხვევაში ეგ ზანგიც დაგჩაგრავს და თეთრი საბოსინიც!!!
კოლა პაპა
18:14 14-08-2020
2

სიახლეები პოპულარული