დავითაშვილი "როტორში" ჯუღელის "ქართულ სათვისტომოს" შეუერთდება?

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და "Бизнес Online"-ის ცნობით, არაა გამორიცხული, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით "როტორში" გაუშვან.

გამოცემის აზრით, ზურიკო ხვიჩა კვარაცხელიაზე არანაკლებ ნიჭიერია. ყაზანურ გუნდს არ უნდა, დაკარგოს. "როტორში" შეუძლია ლიდერი გახდეს და უკან სულ სხვა დონეზე მყოფი დაბრუნდეს.

თუმცა ამ ტრანსფერს "რუბინის" ვარსკვლავის, კვარაცხელიას ფაქტორი აბრკოლებს, რომელზეც შეიძლება ზურიკოს გუნდიდან წასვლამ უარყოფითად იმოქმედოს.

ვოლგოგრადულ კლუბში აგენტი მამუკა ჯუღელი "ქართულ სათვისტომოს" ქმნის - იქ უკვე არიან ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე, ხოლო საბა კვირკველია
შეიძლება სულ მალე შეუერთდეს მათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
უნდა დარჩეს და იბრძოლოს ადგილისთვის. კარგი ფეხბურთელია და ეგრე უფრო გაიზრდება ბრძოლა და კონკურენციაში. მასე ჯობია როტორში ჯოკერის თამაშს ქართველებთან(ოთხნი იკრიბებიან)
გია
14 აგვისტო 2020 13:47
0
რა სისულელეა რა ვერ ხვდება ვერ გავიგე? შეცვლები აგარარა საჭირო?მაურენიომ სონი, რომ დსავა სკამზე, ჭურნალისტებს გაუკვირდათ.მან ასეთი რამ უტხრა შეცვლაზეც ძლირი ფეხბურთლი, მინდა შევიყვანოო.ზურიკო 20 30 წუტს სულ თამაშობს, მთავარი (ზამენაა)მე ხოარ შემიშვებს სლუცკი რო გაუშვან?მარკოვი და ეგ ყავთ ვის იმედიც აქვს შეცვლაზე.კონტეს სანჩესი, და ერიქსენი უზის სკამზე ხშირად.და რა არ ჭირდება?
mosexoneli
14 აგვისტო 2020 09:50
1
FC JUGELI 2020
მიხაელ
13 აგვისტო 2020 21:21
3
რა პრობლემაა 18წლის ბიჭი რუბინის ძირითადში თუ ვერ ხვდება?სამაგიეროდ ყოველთვის შემოყავს შეცვლაზე,ანუ აქვს მისი იმედი მწვრთნელს,ფეხბურთელი კონკურენციაში იზრდება.არ მგონია გაუშვან და თვითონაც არ უნდა მოინდომოს წესით წასვლა.
Master
13 აგვისტო 2020 20:58
1
ეს რა ბედი გვაქვს კაცოუ... ჯეერ შევარდნაძე ვერ მოიშორა ქვეყანამ 30 წელი და ეხლა ჯუღელი...
zura
13 აგვისტო 2020 18:52
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული