სიჭინავა უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და პრემიერლიგაში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის ნიკა სიჭინავას "ინგულეცი" უკრაინის პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და პრემიერლიგაში გადავიდა.

საფეხბურთო ლიგის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველი თავდამსხმელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საფეხბურთო ლიგის საიტის ცნობით, მან გამოკითხვაში 19 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 12 ქულით "ვოლინის" ნახევარმცველი დენის კოჟანოვი გავიდა, ხოლო მესამეზე - 11 ქულით "მინაის" ფორვარდი ანატოლი ნურიევი.

ნიკამ ჩემპიონატის 26 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული