ნინუა "პაოკთან" კონტრაქტის გასაფორმებლად სალონიკში ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა "პაოკთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად საბერძნეთში ჩავიდა.

სამედიცინო შემოწმების გავლისა და სხვა ფორმალობების მოგვარების შემდეგ სალონიკური კლუბი ნინუას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

21 წლის ნინუამ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

"პაოკი" საბერძნეთის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება, რომელთანაც ნინუას ტრანსფერი ჩაიშალა.

"პაოკის" პრეზიდენტი წალკაში დაბადებული ივან სავიდია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ ხალხმა რო გისმინონ მაშინ ჩვენი ფეხბურთელები არსად აღარ უნდა წავიდენ სათამაშოდ))) ხან პუტინის დამფინანსებელი ხან დინამოს ღალატი და ასე შემდეგ... მოვრჩეთ ამ საუბარს და პატარა ბიჭია და წარმატებული კარიერა ვუსურვოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეგეთი ტრანსფერი ბევრს ნიშნავს. ვინმე ხოარ მეტყვის ბოლოს როდის ყოფილა ეგეთ გრანდში ტრანსფერი ქართველი ფეხბურთელის? კარგით იმედია გამიგებთ რისი თქმა მინდა და წარმატებებინიკას და დიდი ფეხბურთის თამაში!
გულშემატკივარი
12:25 14-08-2020
0
საფეხბურთო გადმოსახედიდან ამ დროს როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიპიკაციო ეტაპია სათამაშო და შენი გუნდი გაჭირვებაშია როცა კაპიტანი ხარ და ამ დროს მიდიხარ ამას გუნდის ღალატი ქვია და მეტი არაფერი ესეთი ფეხბურთელები დიდ გუნდებშიც არიან ვიტოლო რომელიც წავიდა სევილიადან იგივე გრიზმანი და სხვები მაგრამ ეგ დიდი გუნდებია და ის გუნდები მაინც თამაშობენ მაღალ დონეზე და ჩვენთვის უფრო გულსტაკენია ყოველთვის ხო ვერ თამაშობს დინამო საკვალიპიკაციო ეტაპსაც კი ლიგაზე ეგეც უკვე პრობლემა დინამოსთვის და რას უწყვიტავდა ნინუას 1-2 თვით გვიან წავიდოდა თუ ადრე ან პაოკი რა გუნდია რო პაოკზე გადაირიო კაცი ითამშე ის ლიგაა იქნებ უკეთესი გამოჩნდეს ყველას ფეხებზე კიდია დინამო ფეხბურთელებსაც და ხელმძვანელობასაც მხოლოდ გულშემატკივარი ვფიქრობთ დინამოზე სამწუხაროდ.
გელა
10:55 14-08-2020
1

სიახლეები პოპულარული