"ტვენტეს" აბურჯანიას გუნდიდან დელიკატურად გაგდება უნდა

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა Tubantia ენსხედეს "ტვენტეს" ქართველი ნახევარმცველის შესახებ აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ კლუბს გიორგი აბურჯანიას გაშვება სურს.

სტატია იმით იწყება, რომ ავტორი გიორგის გუნდში მოხვედრის ისტორიას აღწერს და ამბობს, რომ "სევილიადან" მოყვანილი აბურჯანია გონსალო გარსიას გეგმებში თავიდან არ შედიოდა და მხოლოდ პანდემიამდელ პერიოდში დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელის ხელში ძირითად 11-ეულში მოხვედრის დიდი შანსი აბურჯანიას არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა გოლი გაიტანა, კლუბი მაინც ახალ ნახევარმცველს ეძებს და არჩეულიც ჰყავს -
ვეტერანი კარიმ ელ აჰმადი.

გარდა ამისა, პრობლემას ისიც ქმნის, რომ გიორგი ევროკავშირის მოქალაქე არაა და კლუბს დამატებითი გადასახადის გადახდა უწევს.

"გიორგი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამიტომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირი ფეხბურთელია. ჩვენ საკუთარ თავს ასეთი ხელფასის გადახდის უფლებას ვეღარ მივცემთ. ჩვენ შევატყობინეთ მას, რომ ახალი კლუბი მოძებნოს.

განა მას წასვლას ვაიძულებთ ან ხელს ვკრავთ, ან რაიმე სხვა ფორმით შევუქმნით დისკომფორტს. ეს მიუღებელი იქნებოდა. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ ხელშეკრულებას პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა "ტვენტეს" სპორტულმა დირექტორმა იან შტროიერმა.

ცხადად და ნათლად ჩანს, რომ ენსხედეულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან გაგდება უნდა, ოღონდ ამას რბილი, დელიკატური ფორმით აპირებს. კარგად გახსოვთ, ახლად მოსულმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ვინ ჯანდაბაა აბურჯანიაო...

მკითხველის კომენტარები / 28 /
დავიღალე ამათი ლა ლიგაში გადასვლის გულშემატკივრობთ,აღარ შემიძლია,გავთავდი
ბაჩი
21:30 11-09-2020
1
სსრკ-ს დაშლის შემდეგ მრავალი ქართველი მოედო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ლუკმა-პურის საშოვნად, მათ რიცხვში სპორტსმენები. ქვეყანა ვერ ავაწყვეთ ნორმალურ სახელმწიფოდ და გაბრაზება და წყენა "არარელევანტურია".
ozeki
21:39 14-08-2020
2

სიახლეები პოპულარული