"ტვენტეს" აბურჯანიას გუნდიდან დელიკატურად გაგდება უნდა

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა Tubantia ენსხედეს "ტვენტეს" ქართველი ნახევარმცველის შესახებ აქვეყნებს სტატიას და წერს, რომ კლუბს გიორგი აბურჯანიას გაშვება სურს.

სტატია იმით იწყება, რომ ავტორი გიორგის გუნდში მოხვედრის ისტორიას აღწერს და ამბობს, რომ "სევილიადან" მოყვანილი აბურჯანია გონსალო გარსიას გეგმებში თავიდან არ შედიოდა და მხოლოდ პანდემიამდელ პერიოდში დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

გამოცემა წერს, რომ ახალი მწვრთნელის ხელში ძირითად 11-ეულში მოხვედრის დიდი შანსი აბურჯანიას არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა გოლი გაიტანა, კლუბი მაინც ახალ ნახევარმცველს ეძებს და არჩეულიც ჰყავს -
ვეტერანი კარიმ ელ აჰმადი.

გარდა ამისა, პრობლემას ისიც ქმნის, რომ გიორგი ევროკავშირის მოქალაქე არაა და კლუბს დამატებითი გადასახადის გადახდა უწევს.

"გიორგი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამიტომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირი ფეხბურთელია. ჩვენ საკუთარ თავს ასეთი ხელფასის გადახდის უფლებას ვეღარ მივცემთ. ჩვენ შევატყობინეთ მას, რომ ახალი კლუბი მოძებნოს.

განა მას წასვლას ვაიძულებთ ან ხელს ვკრავთ, ან რაიმე სხვა ფორმით შევუქმნით დისკომფორტს. ეს მიუღებელი იქნებოდა. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ ხელშეკრულებას პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა "ტვენტეს" სპორტულმა დირექტორმა იან შტროიერმა.

ცხადად და ნათლად ჩანს, რომ ენსხედეულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან გაგდება უნდა, ოღონდ ამას რბილი, დელიკატური ფორმით აპირებს. კარგად გახსოვთ, ახლად მოსულმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ვინ ჯანდაბაა აბურჯანიაო...

მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ არაა გასაკვირი ტვენტე ერედივიზიონიდან გავარდნილი რომ იყო 2018-19 წლების სეზონში. ეს გუნდი გიორგისნაირ ფეხბურთელს არ იმსახურებს, იმედია გიორგი უკეთეს გუნდს იპოვის. აი ტვენტეს კი კვლავ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში მიბრძანებას ვუსურვებ, ასევე გულითადი მოკითხვა ტვენტეს მწვრთნელ რონ იანსს საქართველოდან!
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი
14 აგვისტო 2020 16:05
4
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ მხოლოდ ქართველი!!!
qartveli
14 აგვისტო 2020 15:27
4
ეს არის ერთადერთი სწორი დევიზი!
aburjga
14 აგვისტო 2020 15:58
3
ძალიან გამიხარდა აბურჯანიას ტვენტეში გადასვლა და მე რაც მისი თამაშები ვნახე ყველა თამაში აქტიური იყოო შედეგებიც ქონდა არავისზე მეტად თუარა ნაკლებად არ გამოიყურებოდა ასეთი დაუფასებლობა კლუბის მხრიდან საწყენია აბურჯანია ჯობია წავიდეს იქ სადაც დააფასებენ და ექნება ნდობა ძალიან კარგი ფეხბურთელია და წარმატებები გიორგის.
ზურა
14 აგვისტო 2020 16:13
3
წარმატებები ქართველო.. უკეთეს გუნდს იმსახურებ..
lasha
14 აგვისტო 2020 15:43
1
აი ეს არის ჩვენი "საყვარელი" ევროპა! აბა თქვენ იცით, წერეთ ახლა დისლაიქები და მეძახეთ რუსეთუმე (ეგენი ხომ საერთოდ ოკუპანტები არიან)
სიმართლე
14 აგვისტო 2020 15:25
10
ევროპა რა შუაშია?? ამათ პროფესიონალურ გარემოში ქცევა არ იციან და ევროპის რა ბრალია? უკვე 10-15 წელია ერთმა მოთამაშემ ვერ მოიკიდა ფეხი ნორმალურ გუნდში. ისიც ინერციით სსრკ-დან მოდიოდა მანამდე რაც იყო. უბრალოდ დაფიქრდი აქ რა გარემოში იზრდებიან და სწავლობენ/თამაშობენ და მიხვდები, რომ ასეთი მიდგომებით პროფესიონალურ ევროპულ გარემოში ვერ აეწყობი. არა და კაცმა რომ გვკითხოს ევროპელები ვართ და რაც გვჭირს სულ რუსების ბრალია. სსრკ-ს დროს გაცილებით უკეთესად ვიყავით მომზადებული და მას მერეც 10-15 წელი გავქაჩეთ ინერციით. ბოლო პერიოდში რაც ხდება კი ვხედავთ.
odala
14 აგვისტო 2020 18:51
4
ასეთია ობიექტური რეალობა! თქვენ კიდევ კვირკველია როტორში რატომ გადადისო??!!
aburjga
14 აგვისტო 2020 15:37
3
დაგვახტეს მთელი ტვენტე და თავად ჰოლანდია დედა-ბუდიანად!! რაც მაგრები ვართ, მაინც ქართველები ვართ!!! გიორგის წარნატებები!!!
საქართველო
14 აგვისტო 2020 19:36
3
დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ გიორგი გამოუშვეს მასIნ შევესიოთ ტვენტეს ფეისბუქ გვერდს და ერთხმად ვუსურვოთ ტვენტეს მეორე ლიგაში ,,დაბრუნება''
ქომაგი
14 აგვისტო 2020 17:30
2
უიღბლო ფეხბურთელია აბურჯანია.სულ ასეთ კლუბებში უწევს თამაში,რომელთაც არ იციან რა უნდათ.
Master
14 აგვისტო 2020 15:45
3
კი მაგრამ, 157 დივიზიის სსრკ-ში შესვლა აბუჯანიასთან რა კავშირშია? ისე, ვიდრე ეგ 157 დივიზია შევიდოდა, იმ სსრკ-მ ბალტიის 3 ქვეყანა რომ დაიპყრო და პოლონეთი თავის მაშინდელ მოკავშირე გერმანიასთან რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით გაიყო, ის რატომ არ გახსენდებათ? არ შევიდოდა ის 157 დივიზია და ჩააკითხავდა 1-2 წელიწადში სოსელო ბერლინში. თუმცა, მერე მაინც ჩააკითხა.
აჩიკო
14 აგვისტო 2020 19:56
0

სიახლეები პოპულარული