ნინუას სალონიკურმა კლუბმა ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ახალ გუნდში კი 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.
პაოკ-ი ქართველ ფეხბურთელს ვიდეოთი მიესალმა და გუნდში ჩარიცხვა მიულოცა.
პაოკი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია და 25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.
ნინუა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, გუნდის კაპიტანი იყო, მის რიგებში კი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.