ნინუას პაოკ-მა ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელი გახდა

ნინუას სალონიკურმა კლუბმა ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ახალ გუნდში კი 32-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.

პაოკ-ი ქართველ ფეხბურთელს ვიდეოთი მიესალმა და გუნდში ჩარიცხვა მიულოცა.

პაოკი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონია და 25 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.

ნინუა "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, გუნდის კაპიტანი იყო, მის რიგებში კი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ნიკას!რატომღაც მჯერა იმის,რომ მაღალ დონეზე ითამაშებს!ნეტავ პაოკი გავიდეს ჩემიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე!
Alex.F
22:09 16-08-2020
0
როტორს,ურალს,ხიმკის და ა.შ.არ ჯობია მითხარით ერთი.ნორმალური გუნდია,თავისი მაგარი გულშემატკივრებით.წარმატებები!
კახა ქ.
05:23 15-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული