დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ უკრაინულ sports.ua-სთან სხვადასხვა არასაფეხბურთო თემაზე ისაუბრა, მათ შორის წიგნებსა და სუნამოებზე.
ტელეფონები
"ეს ისაა, რაც მუდმივად თან მაქვს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ეს ჩვეულებრივი ნივთია. მე ორი მობილური ტელეფონი მაქვს, ერთი გუნდისთვის, ნაკრებისთვის, ინტერვიუებისა და ჟურნალისტებისთვის მაქვს. მეორე კი მხოლოდ ოჯახისათვის."
პლანშეტი
"ძალიან მიყვარს ფილმების ნახვა. ფილმების ყურებასთან ერთად, ნივთების დაკარგვის მიმართაც არანაკლები ლტოლვა მაქვს. სულ ცოტა ხნის წინ დავკარგე პლანშეტი, თვითმფრინავში დამრჩა. მის გარეშე რთულია, რადგან მობილურის პატარა ეკრანზე ფილმების ნახვა მოუხერხებელია."
წიგნი
პარფიუმერია
"სუნამოები ძალიან მომწონს. სახლში მთელი კოლექცია მაქვს - 40 თუ 50 არომატი. ჩემი ცოლი მეუბნება, რომ ადამიანის ცნობა სურნელით შეიძლება, ამიტომ 2-3 არომატი უნდა აირჩიო და ისინი გამოიყენო. მე კი უბრალოდ მომწონს. არომატს ხასიათის მიხედვით ვარჩევ."