ხოჭოლავა: წიგნები სულ თან დამაქვს, ახლაც ვკითხულობ...

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ უკრაინულ sports.ua-სთან სხვადასხვა არასაფეხბურთო თემაზე ისაუბრა, მათ შორის წიგნებსა და სუნამოებზე.

ტელეფონები


"ეს ისაა, რაც მუდმივად თან მაქვს. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ეს ჩვეულებრივი ნივთია. მე ორი მობილური ტელეფონი მაქვს, ერთი გუნდისთვის, ნაკრებისთვის, ინტერვიუებისა და ჟურნალისტებისთვის მაქვს. მეორე კი მხოლოდ ოჯახისათვის."

პლანშეტი


"ძალიან მიყვარს ფილმების ნახვა. ფილმების ყურებასთან ერთად, ნივთების დაკარგვის მიმართაც არანაკლები ლტოლვა მაქვს. სულ ცოტა ხნის წინ დავკარგე პლანშეტი, თვითმფრინავში დამრჩა. მის გარეშე რთულია, რადგან მობილურის პატარა ეკრანზე ფილმების ნახვა მოუხერხებელია."

წიგნი


"წიგნი ყოველთვის თან ამქვს. ბოლო დროს წარმატებული ადამიანები მაინტერესებს, ისინი, ვინც რაღაცას მიაღწია. "Nike-ის" დამფუძნებელ ფილ ნაითზე ვკითხულობდი ახლა. ადამიანი აზიაში ისე გაფრინდა, საერთოდ არაფერი გააჩნდა, მხოლოდ Asics-სთან მოლაპარაკება სურდა. თითქოს ცუდი შემოსავალი არ ჰქონდა, თუმცა საკუთარის შექმნა უნდოდა. საერთო ჯამში კი "Nike" ჩამოაყალიბა, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ბრენდია."

პარფიუმერია


"სუნამოები ძალიან მომწონს. სახლში მთელი კოლექცია მაქვს - 40 თუ 50 არომატი. ჩემი ცოლი მეუბნება, რომ ადამიანის ცნობა სურნელით შეიძლება, ამიტომ 2-3 არომატი უნდა აირჩიო და ისინი გამოიყენო. მე კი უბრალოდ მომწონს. არომატს ხასიათის მიხედვით ვარჩევ."


მკითხველის კომენტარები / 3 /
გერჩივნა უქარქაშო ხმლებით დაგეწყო ან დათა თუთაშხიათი მაინც.
ტარტაროზი
15:42 15-08-2020
14
ხანდახან ბურთითაც წაივარჯიშე ხოლმე ორმოცდაათამდე რომ ვერ კენწლი გადაბმულად და მერე მოხვდები ძირითადში.
Rustavi
16:25 15-08-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული