იტალიური გამოცემა: ლუკაკუს ხოჭოლავა ჩაიბარებს, მაგრამ...

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო ვებ-გვერდი passioneinter.com, რომელიც მილანის "ინტერის" შესახებ წერს, აქვეყნებს სტატიას ევროპა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების შესახებ, რომელშიც ერთმანეთს "ნერაძური" და დონეცკის "შახტარი" შეხვდებიან.

სტატიაში აღნიშნულია ის ფეხბურთელები, რომლებიც ორივე გუნდიდან ერთმანეთის ვიზავი იქნებიან და ავტორის მიხედვით, რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ დონეცკელები დავით ხოჭოლავას დააყენებენ.

"ლუკაკუ - ხოჭოლავა. დავით ხოჭოლავა "შახტარის" წარმოსადეგი ქართველი მცველია, რომელიც სიმაღლეში 190 სმ-ს აღემატება. სწორედ მისი გაბარიტების გამო, სწორედ ქართველს მოუწევს ლუკაკუს წინააღდეგ თამაში და არა ექსპერტ კრივცოვს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ბელგიელის გასაჩერებლად ხშირად მხოლოდ დიდი სხეული
საკმარისი არ არის..."- წერს გამოცემა.

ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უკრაინულ და იტალიურ გუნდებს შორის ორშაბათს, 17 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბავშვობიდან ინტერს ვგულშემატკივრობ! მაგრამ, ყოველთვის ვიამაყებ, თუ კი ხოჭოლავა ლუკაკუს აჯობებს! ეს ჩემთვის ეროვნული ღირსების საკითხია! იმედია - ხოჭოლავასთვისაც!
Mazzola
16 აგვისტო 2020 01:11
2
ძალიან გამიხარდება თუ ჩაკეტავს,მაგრამ მგონი სხვადასხვა კალიბრია და ხოჭოლავა,როგორც პერსონალური მცველი,დიდი ვერაფერია.პოზიციურად ხშირად ცდება,ფიზიკურად კი,ლუკაკუს მჯობნი,ევროპაში არავინ მეგულება და ვერც კეტავენ.იტალიაშიც კი.
სოსო
16 აგვისტო 2020 12:09
0
Mazzola კაცი ხარ,ვინც შენი კომენტარი დააუნლაიქა არის ქაქია მაიმუნი,ეროვნული ღირებულების ფეხქვეშ გამთელავი.ათაშჲ თინა
ბაჩი
17 აგვისტო 2020 16:36
0
რა გჭირთ ხალხო, რა ხოჭოლავა. რეალუსტები იყავით. ხოჭოლავა თუ დააყენა შახტარმა 6: 0 წააგებს.
გენა
16 აგვისტო 2020 12:22
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული