"იუვენტუსის" ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, მას ნიგერიელის წინააღმდეგ თამაში უფრო უჭირდა.
"ნაპოლიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავად იმოქმედა, გარდა ამისა კონტეს მენტალიტეტი მარტივად შესამჩნევია, მაკტომინეი? ის სრულყოფილი ფეხბურთელია, სწრაფი, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი... ლუკაკუ შეტევაში განსხვავებას ქმნის, თუმცა მაკტომინეი გუნდის მთავარი იარაღია.
ლუკაკუ თუ ოსიმენი? ლუკაკუს წინააღმდეგ თამაში შედარებით მარტივია, ოსიმენს კი ოდნავი სივრცეც არ უნდა მისცე, გარდა ამისა ის სამ მეტრზე მაღლა ხტება", - განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ,
"პარტენოპეიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა 4 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.
ვიქტორ ოსიმენი: 100 მილიონ ევროზე მეტი ვღირვარ - ყველაფერ ამას ვიმსახურებ