ლუკაკუმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მერეტი კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისევე, როგორც "პარმასთან". უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენთვის თითოეული მატჩი ფინალივითაა. ახლა კი დავისვენებთ და შემდეგ შეხვედრაზე ვიფიქრებთ.
რთული მატჩი იყო, ბოლომდე დავიხარჯე, თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარე და მოვიგეთ. კონტე? ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცის. ვფიქრობ, როგორც გუნდს, შეგვიძლია კიდევ უფრო
შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]