ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე სრულად გამოჯანმრთლედა

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტი voetbalprimeur იტყობინება, "გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

გამოცემის ცნობით, გუნდს უკრაინელი მცველი იგორ პლასტუნიც დაუბრუნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ "ბუფალოს" რიგებს ქართველი შემტევი მწყობრში დაუბრუნდა.

ავტორის თქმით, ჩაკვეტაძემ დიდი ხანი იწვალა ტრავმის გამო, თუმცა ახლა მზად არის და ეცდება "გლემკო არენას" ჯონათან დეივიდი დაავიწყოს.

"გენტი" დღეს, 15 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "კორტრიკს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ტორუპი გავიდა მარილზე.გილოცავთ
picaso
17:52 21-08-2020
0
ვერცხლის მედალოსანმა გუნდმა საწყისი 2 თამაში რომ წააგო ამ იდი.ტ მწვრთნელს არ აახვევინებენ ნეტა? სხვანაირად ჩვენ ბიჭებს მგონი არაფერი ეშველებათ
grisha
23:19 15-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული