კვარაცხელიას პრიზი გადასცეს, "რუბინი" ფრეს დასჯერდა - ქართველები რუსული გუნდების განაცხადს მიღმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინი" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე "ურალს" დაუზავდა - 1:1.

მატჩში, რომელსაც ყაზანში 4 088 მაყურებელი დაესწრო, ორივე გოლი პირველ ტაიმში პენალტით გავიდა. მსაჯმა 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მერკულოვი გააძევა, 63-ეზე კი სტუმართა ნახევარმცველი ემელიანოვი.

"რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც შეხვედრის დაწყების წინ გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე მომენტი შექმნა, მისი თანაგუნდელი ზურიკო დავითაშვილი კი სათადარიგო იყო.

"რუბინმა" ორ სასტარტო მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ისიც თერთმეტმეტრიანით და 18 აგვისტოს
გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილი იჯარის წესით "როტორში" გადავა, რომლის შემადგენლობაში ჯანო ანანიძე, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე ირიცხებიან. დღეს ვოლგოგრადული გუნდი მოსკოვში "დინამოს" დაუზავდა (0:0) და არც ერთი ჩვენებური განაცხადშიც კი არ ყოფილა.

ამ წუთებში "ლოკომოტივისა" და "კრასნოდარის" მატჩი მიმდინარეობს და "რკინიგზელთა" გუნდის განაცხადშიც არაა საბა კვირკველია, რომლის შესახებ რუსულმა პრესამ "როტორში" გადასვლა დაანონსა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმედია ხვიჩა კითხულობს ამ კომრნტარებს,მე მას ვურჩევდი გიაშქვი პენალეფჲ შენი მოპოვებული მაინც
ბაჩი
16:58 17-08-2020
0
ახლა, რომ ვხედავ სლუცკის რუბინში როგორ ვითარდება ხვიჩაა და უკვე ამ ბიჭს მთელი რუსეთის საფეხბურთო სამყარო იცნობს და გულშემატკივარი როგორც ტალანტს და უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელს ვნატრობ რომ გიორგი ჩაკვეტაძეც იყოს რუბინის ყაზანში გენტში რაც კი უბედურება დაემართა გიორგის ეს ყველაფერი იყო გენტის ბრალი თავიდან ბოლომდე ის ტრანვა რომ მიიღო და ოპერაცია არ გაუკეთეს დროულად მერე გაურთულდა ამ მიზეზით მთელი სეზონი გაუცნდა ახლა ჯერ წერენ ჯამრთელადაა თამაშისთვის მზად არის და მერე უცებ განაცხადშიც კი არ შეყავთ ეს რა მარაზმიაა და არანაირი განვითარების პერსპექტივა ან ნდობის მწვრთნელის მხრიდან რომ არ ჩანს ჩაკვეტაძის მიმართ ეს არის გულის ტკენა ეს ბიჭი არის ნამდვილი ტალანტი და უნიჭიერესი ფეხბურთელი მარტო ქართველები კიარ ამბობენ ამას ამაზე წედნენ ევროპული გამოცემები რომ ჩაკვეტაძე იყოო ტალანტი და ისეთი ფეხბურთელების გვერდით აყენებდნენ როგორიცა ოდეგარი რაშფორდი სანჩო კაი ჰავერცი და უდიდეს მომავალ უწინასწარმეტყველებდნენ ამ ბიჭს ბიჭი რომლითაც ბაიერნი იყოო დაინტერესებული ახლა არის გენტში სადაც მარტივად რომ ვთქვათ კარიერას უნადგურებენ ძალიან გულსატკენია და იმედი მაქვს მალევე გამოასწერებს მაქედან.
გიო
23:56 15-08-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული