ჯანოს აგენტი: ბევრს ანანიძე 40 წლის ჰგონია - ის "როტორის" ლიდერი უნდა გახდეს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ, რომელიც ამბობს, რომ აგენტი არ არის, championat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველ ჯანო ანანიძის "როტორში" გადასვლაზეც გააკეთა კომენტარი.

- ჯანო, რომლის ინტერესებსაც თქვენ წარმოადგენთ, "როტორში" გადავიდა...
- მე აგენტი არ ვარ, ჯანო კი ზრდასრული ბიჭია და "როტორში" გადასასვლელად აგენტი არც სჭირდებოდა. "სპარტაკის" შემდეგ ანანიძე "ანორთოსისში" გადავიდა. იქ ფორმაში ჩადგომა დაიწყო, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყვიტეს. კარგა ხანი გაუცდა, თუმცა ფორმას ინარჩუნებდა. მოლაპარაკებები თურქულ და ბერძნულ კლუბებთან მიმდინარეობდა, რუსეთშიც იყო სხვა ვარიანტები, მაგრამ "როტორმა" კონკრეტული წინადადებით მოგვმართა.

ჩვენ მივხვდით, რომ იქ
კარგი გუნდის შექმნას ცდილობენ. ამ გუნდში ანანიძე ლიდერი უნდა იყოს და მუდმივად ითამაშოს. მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჯანოზე კარგა ხანია ხმები დადის და ამიტომ ბევრს ჰგონია, თითქოს უკვე 40 წელსაა მიღწეული, თუმცა მხოლოდ 27 წლისაა. კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს, მოთამაშეს გადატვირთვა ესაჭიროება. ამიტომ შეჩერდა არჩევანი "როტორზე", რასაც ჯანოსაც ვულოცავ და კლუბსაც. იმედია, მხარეები ერთმანეთს სარგებელს მოუტანენ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯანოს პატრიოტობაში არავის შეეპაროს ეჭვი თან არ დაგავიწყდეთ დედა არ ყავს ქართველი და მაინც გულით და სულით ქართველია რაც შეეხება კლას არც მაგაში შეეპაროს ეჭვი ნაკრებშიც აქვს დამტკიცებული რა შეუძლია ერთი კია კონსტრუქციული კრიტიკა არ უნდა ეწყინოს ძაან დააყოვნა სპარტაკში როსტოვიდან არ უნდა წამოსულიყო ცოტა დისციპლინაში მოიკოჭლებს ტრამვიანობას რაც შეეხება პირადი ფიზ მომზადების მწვრთნელი და კარგი დიეტოლოგი უნდა აეყვანა თუმცა ჯერ არაფერია დაკარგული ზოგი ანომალურად გვიან ყალიბდება ფიზიკურად თუ მოინდომებს შეძლებს კიდე 5-7 წელი მაღალ დონეზე თამაშს პროფესიონალიზმი და სიყვარული ფანატური სიყვარული წარმატებები ჯანოს მიდი მიაწექი გაახარე ქართველები
კახა
19:33 18-08-2020
0
რავა 17 წლის ფეხბურთელად წარუდგინეს როტორს თუ?
ანტონ პეხნიჩეკი
16:38 18-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული