საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეპსაიამ "Р-Спорт-თან" მოკლე კომენტარი ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახებ გააკეთა.
"ჯანოს კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი უკვე დაუმთავრდა და ამ ეტაპზე შემოთავაზებებს ელოდება. ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია.
რაც მთავარია, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს, ძველი ტრავმისაგან სრულად გათავისუფლდა,"- აღნიშნა აგენტმა.
მოგეხსენებათ, ჯანო ანანიძე 11 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის "სპარტაკის" საკუთრება და გუნდი 2020 წელს დატოვა.